მთავარი » პოპულარული

ახალი სასწავლო წელი თსუ–ში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.09.2013 | 5,822 ნახვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. თსუ 16 სექტემბერი პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მიულოცეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალ სასწავლო წელს 5000-ზე მეტი პირველკურსელი ჰყავს. მათ შორის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები. 2013 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. თსუ ლიდერია ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტების რაოდენობითაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი თათია შარია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულებაზე ისწავლის.

ახალ სასწავლო წელს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ყველა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტთა მომსახურების ცენტრები, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის, სასწავლო პროგრამების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების შესახებ.

mes.gov.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი