მთავარი » პოპულარული

ღვინის ფესტივალი 2012

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.05.2012 | 1,465 ნახვა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 12 მაისს, თბილისის მერიის პატრონაჟითა და ღვინის კლუბის ორგანიზებით “ახალი ღვინის ფესტივალი 2012” გაიმართა.

ღვინის ფესტივალი ფესტივალში ყველა მსხვილმა ღვინის კომპანიამ და მცირე მარანმა მიიღო მონაწილეობა. ასევე წარდგენილი იყო ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინოები. მათ შორის საფერავი, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ალადასტური, ალექსანდრეული, ჩხავერი და სხვა…

ავთანდილ კობახიძე (ღვინის კლუბის დამფუძნებელი, “ახალი ღვინის ფესტივალი 2012 – ის” ორგანიზატორი):

“ღვინის ფესტივალი პირველად 2010 წელს გაიმართა,სადაც წარმოდგენილი იყო 2009 წლის ღვინოები, შემდგომ 2011 და უკვე 2012 წელს, სადაც წარმოდგენილია 2011 წლის ღვინოები.

ფესტივალში მონაწილეობას 27 ღვინის კომპანია იღებს, მათ შორის 40 მცირე მარანი.

შესაძლებელია ხარისხის კიდევ გაუმჯობესება. საჭიროა მეტი მუშაობა, კვალიფიციური განათლება… მეღვინეებს ვურჩევ საკუთარ ღვინოს მეტი პოპულარიზაცია გაუწიონ.

სამომავლოდ ბათუმში იგეგმება შავი ზღვისპირეთის ფესტივალი, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს თვეში გაიმართება”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ღვინის ფესტივალი, პირველად 2010 წელს ღვინის კლუბის ინიციატივით ჩატარადა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი