მთავარი » პოპულარული

ახალი რეალობა თბილისის კინოთეატრებში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.01.2012 | 2,506 ნახვა

სრულიად ახალი განზომილება, მძაფრი შეგრძნებები და უამრავი ადრენალინი – ეს ახალი 7D კინოთეატრია, რომელიც ბევრი ევროპული ქალაქისთვის ჯერ კიდევ უცხო ხილია, თბილისში კი უკვე რამდენიმე თვეა არსებობს. ულტრათანამედროვე კინოატრაქციონი საშუალებას გაძლევთ, თავი მოვლენების შუაგულში წარმოიდგინოთ და მთელი სისრულით შეიგრძნოთ ის, რაც ეკრანზე ხდება.

7D მოულოდნელი ეფექტებით გამოწვეული განუმეორებელი შეგრძნებები დღეს მზურნველობას მოკლებულმა მოზარდებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს. 7D live cinema Georgia-ს ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციის “სტუდენტური ნაბიჯი პროგრესისკენ” ორგანიზებით, ახალგაზრდულ სახლ “თბილისის” აღსაზრდელებმა სულ სხვა განზომილებაში იმოგზაურეს და “დაბრუნებულებმა” ემოციებიც გაგვიზიარეს.

მარი მოცრაძე (ახალგაზრდულ სახლ “თბილისის” აღსაზრდელი): “ემოციების ქვეშ ვარ, ძალიან მაგარი იყო. შიშთან ახლოს მიდიხარ, მაგრამ ამარცხებ და ეს ყველაზე კარგია. ეს ყველამ უნდა ნახოს, ვისაც უყვარს სიახლეები, მაგრამ არ უნდა შეეშინდეს. კიდევ მინდა დაბრუნება.”

რუსუდან დავლაძე (“სტუდენტური ნაბიჯი პროგრესისკენ” სოციალური დეპარტამენტსი ხელმძღვანელი): “ჩვენი დეპარტამენტი ძალიან ბევრს მუშაობს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ასევე სოციალურად დაუცველი პირებისთვის. ჩვენი მიზანია, მათ შევუმსუბუქოთ მდგომარეობა და გავულამაზოთ თითოეული დღე. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამ მიზნით მოეწყო და მოხარულები ვართ, რომ ბავშვები კმაყოფილები არიან და მართლაც შევძელით მათთვის თუნდაც ერთი დღის გალამაზება.”

მოზარდებმა 7D live cinema georgia-საგან სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქარი და ტკბილეულიც მიიღეს.

დიანა ბახტაძე (7D live cinema georgia-ს დირექტორი): “7D კინოატრაქციონი თბილისში აპრილიდან არსებობს, მაგრამ ბევრმა ჯერ კიდევ არაფერი იცის ამის შესახებ. ატრაქციონზე სკამი მოძრაობს, წყალი გესხმება, ფეხზე რაღაცეები გედება და თითქოს შენც მონაწილეობ. აქ მიღებული შეგრძნებები დაუვიწყარია ნებისმიერი სტუმრისათვის და ბავშვებიც ემოციებით დატვირთულები წავიდნენ დღეს.

სულ გვაქვს სხვადასხვა ჟანრის 13 ფილმი, რომლიდანაც სურვილის მიხედვით ირჩევენ სტუმრები. მათ შორის არის საბავშვო ფილმებიც, რომელთა ნახვა 5 წლის ბავშვებსაც შეუძლიათ. დიდებისთვის კი არის უფრო დინამიური და საინტერესო ფილმები გახლავთ, რომლებიც ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია იხილოს. ფილმების საშუალო ხანგრძლივობა 6-7 წუთია.”

ვისაც ახალი ემოციებისა და შეგრძნებების საკუთარ თავზე გამოცდა სურს, 7D კინოთეატრი მათ მისაღებად ყოველდღე მზადაა როგორც კინოთეატრებში -“რუსთაველი” და “ამირანი”, ასევე ბამბის რიგის 7 ნომერშიც.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი