13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიფოტორეპორტაჟიახალგორიდან ფრეზეთში

ახალგორიდან ფრეზეთში

დევნილები ფრეზეთში

ფრეზეთში ჩასულ “ამბიონის“ ჯგუფს ძალიან მძიმე სურათი დაგვხვდა…

2008 წლის ომის დროს ახალგორიდან დევნილი მოსახლეობა წუხს, რომ სამუშაო არ აქვთ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სოციალური დახმარების იმედად არიან. გარდა ამისა, ისინი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშეც არიან…

„ჩვენი მთავარი პრობლემა წყალია, რომელიც დღეში მხოლოდ 20-30 წუთი მოდის და თან ძალიან დაბინძურებული, ფაქტობრივად, მისი დალევა შეუძლებელია თუ არ გადავადუღეთ. არც სარწყავი წყალი გვაქვს და ძალიან გვიჭირს მოსავლის მოყვანა, ძალიან გვაწუხებს საძოვრების პრობლემა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობასთან ხშირად უთანხმოება გვაქვს,“ – აღნიშნა ახალგორიდან დევნილმა ნინა თინიკაშვილმა.

ფრეზეთში ჩასახლებულმა ახალგაზრდებმა უფროსებისგან განსხვავებული სურვილები გაგვანდეს. მათ ფეხბურთის მოედანი ხელოვნური საფარით და შემეცნებითი გასართობი ცენტრი ითხოვეს, სადაც თავისუფლ დროს გაატარებენ.

ფოტო: დავით დანელია

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები