19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობააწყურის ციხისა და აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია

აწყურის ციხისა და აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ აწყურის ციხე და აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულეს (31 მაისი, 2016წ.). ასევე, დაათვალიერეს ტაძრის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ტაძრის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური გათხრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

აწყურის ტაძარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 3D ფორმატში მომზადებული ვიდეორგოლით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ნახონ,როგორი იქნება აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი რეაბილიტაციის შემდეგ.

ამ ეტაპზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება; მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები; წელსვე იგეგმება აწყურის ციხის ჩამოშლილი სამხრეთ კედლის გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალურად მონტაჟდება საბაგირო, რომლის საშუალებითაც კედლიდან ჩამონგრეულ ქვებს ქვევით ჩამოიტანენ და უკვე გაწმენდილ მდგომარეობაში დაუბრუნებენ პირვანდელ ადგილს. აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.
არქეოლოგიურ სამუშაოებს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
01.06.2016 წელი
http://www.heritagesites.ge

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები