მთავარი » პოპულარული

ავთანდილ მახარაძის ვარსკვლავის გახსნა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.03.2012 | 1,722 ნახვა

მონანიება კინოთეატრ რუსთაველში ცნობილი ქართველი მსახიობის ავთანდილ მახარაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელიც თეატრის წინ ვარსკვლავის გახსნით დასრულდა.

საღამო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზაბით მოეწყო.
მსახიობმა ათეულობით დასამახსოვრებელი სახე შექმნა კინოფილმებსა და რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში, მაგრამ განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოუტანა ვარლამ და აბელ არავიძეების როლმა, თენგიზ აბულაძის ცნობილ ფილმში “მონანიება”.

მისი ბოლო ნამუშევარია მთავარი როლი რეჟისორ ზაზა რუსაძის ფილმში “ჩემი საბნის ნაკეცი” 2012 წელი , რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე.

მსახიობი ავთანდილ მახარაძე დაიბადა 1943 წლის 16 ივლისს, 1975 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

კინოფესტივალებზე მსახიობს მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო:

ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალის პრიზი “სილვერ ჰიუგო” მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში “მონანიება” ა.შ.შ 1987წ.

რუსეთის კინოაკადემიის პრიზი “ნიკა” ასევე მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის ფილმში “მონანიება”. სსრკ. მოსკოვი 1987წ.

პირველი საერთაშორისო ევრაზიული კინოფესტივალი “ახალი კინო XXI საუკუნე” პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში “ნაციონალური ბომბი” (რეჟისორი – ვაგიფ მუსტაფაევი) რუსეთი 2004 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი