საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი ფაქტის შედეგად კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რიგითი გიორგი ღუჭაშვილი აფეთქების დროს ნანგრევებში მოყვა. მიმდინარეობდა მისი ძებნა-გადარჩენის ოპერაცია, თუმცა ქართველი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.
შეგახსენებთ,6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზასთან სატვირთო მანქანით აფეთქება მოახდინა. ეს იყო უპრეცენდენტო ტერორისტული აქტი, რომელიც თავისი მასშტაბებით ყველა წინა თავდასხმას აღემატება. ტერაქტის დროს გამოყენებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება. არიან დაჭრილები და დაღუპულები.
გარდაცვლილია 7 სამხედრო მოსამსახურე: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე, პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე და პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე.
დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ISAF მისიაში მყოფი ყველა სამხედრო მოსამსახურე მზადყოფნაშია და სრულად აკონტროლებს სიტუაციას თავის სამოქმედო არეალში.

საჯიშეს ავღანეთში ვკლავთ!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული და დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი!
გული მტკივა ამ უსამართლობაზე, მაშინ როცა ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაშინ როცა ჩვენი მიწა-წყალი თანდათან პატარავდება და ქვეყანაში ამდენი პრობლემაა ვერ ვხვდები რა საჭიროა ამხელა მსხვერპლი?!! ვერ ვხვდები რისი მომტანია ეს ყველაფერი!!! არ ღირს მუდმივად ”მშფოთვარე” ევროპისთვის და ამერიკისთვი,ს იმ ევროინტეგრაციისთვის ამდენი მსხვერპლშეწირვა, რომელიც არაფრის მომტანია და თუ მომტანია ისიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე…