მთავარი » ქრისტიანობა

როგორ ვემსახუროთ ავადმყოფს გონივრულად?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.04.2012 | 4,928 ნახვა

მამა მალხაზ ყიფიანი ავადმყოფთა მოვლა და მათი ნუგეში თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალია. სნეულთა შემწეობა მოწყალების საქმეს განეკუთვნება. ამ თემაზე “ამბიონს” წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა მალხაზ ყიფიანი ესაუბრა:

“ავადმყოფებს, პირველ რიგში, უნდა ვემსახუროთ რწმენითა და სიყვარულით. თუ უძლური მორწმუნეა, მას მოძღვარი უნდა მოვუყვანოთ და ვაზიაროთ. ვთხოვოთ სასულიერო პირს, ჩაუტაროს შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო, რომელიც არის საკურნებელი საშუალება სულისა და ხორცისა ზიარებისა და აღსარების საიდუმლოსთან ერთად. ამის შემდეგ, რასაკვირველია, ექიმის მიერ დანიშნული წამლებიც უნდა მიიღოს ავადმყოფმა და ის საკვებიც, რაც მისი ჯანმრთელობისათვის საჭირო და სასარგებლოა. ჩვენ, სასულიერო პირები დიეტოლოგები არ ვართ, აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ მორწმუნე ექიმთა მიერ მოცემულ დანიშნულებასა და რჩევა-დარიგებებს.

რაც შეეხება ურწმუნო ადამიანთა, ავადმყოფთა მოვლა-პატრონობასა და მათ დახმარებას, სულიერების მხრივ ეს საკითხი სიფრთხილესა და დაკვირვებას საჭიროებს, რადგან ჩვენი საქციელითა და სიტყვით ასეთი ადამიანი შეიძლება ღვთის დიდებამდე მივიყვანოთ, ან პირიქით, ჩვენი უადგილო რჩევა-დარიგებითა და დამოძღვრით საერთოდ უარყოფითად განვაწყოთ რწმენის მიმართ. ამიტომ ეს საკითხი უფრო გამოცდილმა და სულიერად ამაღლებულმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, იგივე სასულიერო იერარქებმა, რომ ჩვენ ნებითა თუ უნებლიედ რაიმე ცოდვის თანამონაწილენი არ შევიქმნათ.

მნიშვნელოვანია ავადმყოფებს ახსოვდეთ წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის სიტყვები (ქადაგების ამონარიდი მისივე წიგნიდან „ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე”): “ნუ იდარდებ, რომ უფალმა შენზე ავადმყოფობა დაუშვა. გაიხსენე, რომ მან უფრო მძიმე ავადმყოფობანი დაუშვა შენზე უმჯობეს ადამიანებზე. წარმოიდგინე მჭედლის მიერ მივიწყებული რკინის ნაჭერი, რომელიც წლების განმავლობაში სამჭედლოს კუთხეში დევს. ბოლოსდაბოლოს, რკინა მოსთხოვს მჭედელს, რომ იგი გამოიყენოს. მაშინ მჭედელი სწრაფად აიღებს და ცეცხლში ჩააგდებს მას. როდესაც იგი გალღვება, გრდემლზე დადებს. განა რკინა იდარდებს? ასევე, შენი ავადმყოფობაც სასიხარულოა და არა – სამწუხარო. შენ ხომ ლოცულობდი, რომ ღმერთს უკეთესი გაეხადე?! და აი, მან, როგორც მჭედელმა – რკინას, ხელი მოგკიდა დასამუშავებლად და დაიწყო შენი გამოწრთობა და გამოჭედვა. უფალმა შენი დამუშავება დაიწყო! გიხაროდეს მჭედლის მიერ დავიწყებულო დაჟანგებულო რკინავ! ამინ.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი