მთავარი » ქრისტიანობა

ატოცობა – წმ. გიორგის სახელთან დაკავშირებული რელიგიური დღესასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.07.2015 | 3,806 ნახვა

ატოცობა, გიორგობა-ქვაშვეთობა წმ. გიორგის სახელთან დაკავშირებული რელიგიური დღესასწაულია.

ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): “ატოცის წმ. გიორგის სალოცავი ფრონეს ხეობის (ქართლი) ატოციყველაზე დიდი და ძლიერი სალოცავია. მისი სიძლიერე, როგორც ჩანს, ატოცის წმ. გიორგის სასწაულმოქმედი ხატიდან მომდინარეობს. ატოცობას ქაშეთობასაც უწოდებდნენ. მისი დღესასწაული სექტემბრის ბოლო კვირას იწყებოდა და 1 ოქტომბრამდე გრძელდებოდა. ატოცობა ასევე 23 (6 მაისს) აპრილსაც აღინიშნებოდა. ხალხი ატოცის წმ. გიორგის სულით ავადმყოფების განკურნებას შესთხოვდა. დღესასწაულზე სულით ავადმყოფები ატოცის წმ. გიორგიში მიყავდათ. აქ მლოცველი ღამისთევით მიდიოდა, მიჰყავდათ საკლავი, შესაწირი. დილით ვისაც შეთქმული ჰქონდა, კისერზე დადიანურის სახელით ცნობილ ხატის ჯაჭვს დაიდებდა და ეკლესიას სამჯერ მუხლმოდრეკილი შემოუვლიდა. სალოცავში მიდიოდნენ ქადაგებიც. მლოცველი კლავდა: კურატებს, ყოჩებს, აფრენდა მამლებს. ზოგიერთი მორწმუნე ეკლესიას ბამბის ძაფს შემოავლებდა ხოლმე. ამ ძაფს ღვთისმშობლის სარტყელს ეძახდნენ.

ატოცის წმ. გიორგისთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა.

ერთ-ერთ ატოცობას, რომელიც გაზაფხულის გიორგობას იმართებოდა, საზარელი გველეშაპი გამოჩნდა, ეკლესიას შემოერტყა და კართან საკუთარი კუდი ჩაიდო პირში. როდესაც მლოცველი ეკლესიის კართან მივიდა, მან კუდი პირიდან გამოიღო და ხალხი ეკლესიაში შეუშვა, შემდეგ ისევ ჩაიდო. როდესაც ხალხი გამოდიოდა, ისევ გამოიღო კუდი პირიდან, მლოცველები გამოუშვა და კუდი კვლავ ჩაიდო პირში. გველეშაპი ლეგენდის მიხედვით ასე სამი დღე დარჩენილა ეკლესიაზე შემოხვეული, შემდეგ კი გაუჩინარებულა.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი