გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ცნობების მიხედვით, ბარბარე მთელს ქართლში განთქმული ყოფილა როგორც ” ბატონების” ანუ ყვავილის მამიდა და “ყვავილისაგან მფარველი ღვთაება”
“წითელები რო ჭირს, შინდის კურკას თეფშზე დავაწყობ და დავანთებ, კარგია წითელებისთვინა. თხოულობს წითელები შინდის კურკას. წითელი ეამება იმას. წითელი უნდა ყოფილიყო ქათამი ბარბალეში. ბარბალე წითელი ყვავილის ანგელოზია. ლენტი უნდა გაუკეთო წითელი, ტანისამოსი და ისე უნდა წაიყვანო” – ჩანაწერები ატენში.
,,ბატონების გასტუმრების შემდეგ, ოჯახი მიდიოდა ქორდის ბარბარეში. ნაავადმყოფარი აუცილებლად თეთრებში იყო გამოწყობილი, გულზე ეკიდა თვალის კაკლები ან კაკლის ჯვარი და ხელში ხატის დროშით მუხლის მოყრით სამჯერ შემოუვლიდა ბარბარეს.” – ჩანაწერები ქორდის ბარბარეში.
