ასთმა არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც სასუნთქი გზები ვიწროვდება/შუპდება და წარმოიქნება ჭარბი რაოდენობის ლორწო, რის შედეგადაც პაციენტებს უვლინდებათ შემდეგი სიმპტომები:
სუნთქვის გაძნელება
ქოშინი
სპაზმური ხველა
მსტვინავი ხიხინი
შებოჭილობა გულმკერდის არეში
ასთმის გამამწვავებელი ფაქტორებია:
- ალერგენები (ოთახის მტვრის ტკიპები, ობის სპორები, შინაური ცხოველები, მცენარეები, საკვები (რძე, არაქისი, ზღვის პროდუქტები და სხვა))
- რესპირატორული ინფექციები, როგორიცაა გრიპის ვირუსი და სხვა
- ფიზიკური დატვირთვა
- ცივი ჰაერი
- ჰაერის დამაბინძურებლები და გამაღიზიანებლები, (გამონაბოლქვი, კვამლი და სხვა)
- გარკვეული მედიკამენტები, მათ შორის ბეტა-ადრენობლოკატორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ასპირინი, იბუპროფენი და სხვა)
- ძლიერი ემოციური დატვირთვა, სტრესი
- სულფიტები და კონსერვანტები ( შეიცავს ზოგიერთი საკვები და სასმელი. მაგალითად: კრევეტები, ჩირი, დამუშავებულ კარტოფილი, ლუდი და ღვინო.
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD), მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავა უკან ბრუნდება საყლაპავში
- სიმსუქნე
წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი
