“ასკეტი”

ერთ ბერს სახელი გაუვარდა როგორც მკაცრად მემარხულე ასკეტს. მას ყოველთვის ძველი, დაფლეთილი სამოსი ეცვა და ზამთარშიც კი ფეხშიშველა დადიოდა, ზარი
ხოლო ლოცვის კანონის აღსრულებისას სამასის ნაცვლად სამი ათას მეტანიას აკეთებდა. მისი შემყურე სხვა ბერები განცვიფრებულნი იყვნენ, მამა დანიელს კი, რომელიც მაშინ შედარებით ახალგაზრდა იყო და მათზე უმცროსი, ეჭვი შეეპარა ბერის ასკეტობაში და მალე დარწმუნდა კიდევაც, რომ არ ცდებოდა. ერთხელ მის სენაკთან ჩაიარა და შეამჩნია, რომ კარზე ჭუჭრუტანა საგანგებოდ იყო გაკეთებული, რათა გამვლელებს შეეჭვრიტათ და ბერის „მოღვაწეობა“ დაენახათ.

შეშფოთდა მამა დანიელი და ყოველივე მამა იღუმენს მოახსენა. იღუმენი ბერთან მივიდა, გამოჰკითხა, როგორ ცხოვრობდა, დატუქსა და უბრძანა, დღეში მხოლოდ 50 მეტანია შეესრულებინა.

„დიდი ასკეტი“ მხილების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა – უკვე ორმოცდაათი მეტანიის გაკეთებაც ეზარებოდა. უხეში სამოსლის ნაცვლად ძვირფასს იცვამდა, საკვებსაც კი გამორჩევით გეახლებოდათ. აი, მაშინ კი მიხვდნენ მამები, რაოდენ ხიბლში იყო ჩავარდნილი მათი ძმა.

2 COMMENTS

  1. გამარჯობა, ძალიან საინტერესოა მაგრამ თუ შეძლება მიაწეერთ ხოლმე სტააის ავტორი და ზუსტი წყარო, იმდენდა რამდენადაც ფაქტის უტყუარობა მოიკოჭლებს.

    • ნათია, ეს გახლავთ პატერიკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები