25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობა100 ათასი მოწამის ხსენება (13.11.2017)

100 ათასი მოწამის ხსენება (13.11.2017)

13 ნოემბერს, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს, მეტეხის ხიდზე თეატრალური წარმოდგენის შემდეგ, რომლითაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღე იყო სცენაზე გაცოცხლებული, ასი ათასი მოწამე შეკრებილებს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ქართველნო, გახსოვდეთ მარად, გოლგოთას მოსდევს აღდგომა. საქართველო ტახტია ღვთისა, უძლეველია ვითარცა ღმერთი. ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. წმინდათა ასი ათასთა მოწამეთა ლოცვებით ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ!”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის შემდეგ მეტეხის ხიდზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემაც მიმართა.

მსახურების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა მოწამეთა თაყვანისცემის ნიშნად მტკვარში ყვავილები ჩაუშვეს.

ხვარაზმელთა მთავარმა ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს ასი ათას ქართველს მეტეხის ხიდზე ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა მოთხოვა, უარის მიღების შემდეგ ჯალალ ედ-დინის ბრძანებით მათ თავები დააჭრეს და მტკვარში ჩაყარეს.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები