მთავარისაზოგადოება"ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია"

“ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია”

საქართველოს საპატრიარქო საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებელ ნაბიჯად აფასებს.
საპატრიარქო საპატრიარქოს სახელით განცხადება დღეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ გააკეთა.

“ცნობილი გახდა, რომ ახლახანს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ დე ფაქტო საზღვრის ხაზი კვლავ გადმოიწია. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცების უკვე მერამდენე მცდელობაა. არაერთხელ აღგვინიშნავს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა, რომ საქართველომ შეძლოს თავი დაიცვას მსგავსი შემოტევებისგან”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

1 COMMENT

  1. ევროპა აღშფოთ/შეშფოთ/გადაშფოთებულია და ამერიკა კიდე უარესი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები