მთავარისაზოგადოება"ასე ფიქრობენ ბავშვები"

“ასე ფიქრობენ ბავშვები”

ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მსოფლიო დღე 19 ნოემბერს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ერთად შევაჩეროთ ძალადობა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა მოკლე დოკუმენტური ვიდეორგოლის “ასე ფიქრობენ ბავშვები”- პრეზენტაცია, რომელიც გვიჩვენებს 6-დან 11 წლამდე მოზარდების დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ. ამასთან, მოეწყო ძალადობის თემასთან დაკავშირებით ბავშვთა ნახატების გამოფენა.

გამოფენასა და ფილმის პრეზენტაციას წინ უძღვოდ 2 საათიანი სემინარი ჟურნალისტებისთვის, რომელიც მიეძღვნა ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული თემების გაშუქებას ეთიკის პრინციპების დაცვით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ძალადობაგანცდილი ბავშვების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მეტად ტრავმირება.

ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩაატარა ფსიქოლოგმა ქეთევან თავართქილაძემ (საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდიდან). მან ყურადღება გაამახვილა ბავშვის თვალით დანახულ ძალადობაზე – რას ამბობენ, ფიქრობენ და გრძნობენ ბავშვები საკუთარ თავზე, დიდებზე, ცხოვრებაზე; თუ რა გავლენას ახდენს ძალადობა ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობაზე; რა როლი აკისრია საზოგადოებას ბავშვის ძალადობისაგან დაცვაში და როგორ უნდა გააშუქონ მედიის წარმომადგენლებმა ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები ისე, რომ არ ვავნოთ.

“ძალადობა სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: ფიზიკური, სექსუალური, ემოციური. ძალადობის ფორმაა ბავშვის უგულებელყოფა და ექსპლოატაციაც. ეს თემები საზოგადოების მნიშვნელოვან ყურადღებას და ძალადობისაგან დაცვის სისტემებისა და რეგულაციების ჩამოყალიბებას საჭიროებს,”- ლონდონის ქინგს კოლეჯის (Kings College) პროფესორმა მარგარეტ ლინჩმა ამ საკითხზე თბილისში განათლების სპეციალისტებთან და პედაგოგებთან ისაუბრა.

სამწუხაროდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია, რომელსაც ხშირად ბავშვის ფსიქიკისა და ფიზიკური ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობამდე მივყავართ.

ვიდეორგოლი:

“ასე ფიქრობენ ბავშვები”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები