მთავარი » ქრისტიანობა

არტოსი – სულიერი საკურნებელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.04.2020 | 783 ნახვა

სიტყვა „არტოსი“ (ბერძნულად artos, მომდინარეობს სპარსული arta-დან –
„ფქვილი“) აღნიშნავს ეკლესიის ყველა წევრისათვის საერთო ნაკურთხ პურს, სხვაგვარად, ეს არის მთლიანი სეფისკვერი.

არტოსის გამოყენება ქრისტიანობის პირველი ხანებიდანვე იწყება. მეორმოცე დღეს თავისი აღდგომიდან უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა. მისი მოწაფეები და მიმდევრები ნუგეშს ჰპოვებდნენ უფლის ლოცვით მოხსენიებაში ერთად შეკრებილნი მის ყოველ სიტყვას, თითოეულ ნაბიჯსა და მოქმედებას იხსენებდნენ. საერთო ლოცვაზე შეკრებისას იხსენებდნენ საიდუმლო სერობას და ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიარებოდნენ. ჩვეულებრივი ტრაპეზობისას, ერთ ადგილს მაგიდასთან ისინი უხილავად იქ მყოფი უფლისათვის ტოვებდნენ და ამ ადგილას პურს დებდნენ. მოციქულთა მიბაძვით, ეკლესიის პირველმა მწყემსებმა დააწესეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე პური დაედოთ ხოლმე ტაძარში, როგორც ხილული გამოხატულება იმისა, რომ ჩვენთვის ვნებული მაცხოვარი ცხოვრების ჭეშმარიტ პურად იქცა ჩვენთვის.

არტოსზე გამოსახავენ ქრისტეს აღდგომას, ანდა ჯვარს, რომელზეც მხოლოდ ეკლის გვირგვინი მოჩანს, მაგრამ არ არის ჯვარცმული ქრისტე, – და ეს არის სიკვდილზე ქრისტეს გამარჯვების ნიშანი.

არტოსს აკურთხებენ საგანგებო ლოცვით, წმინდა ნაკურთხი წყლის პკურებითა და საკმევლის კმევით აღდგომის სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ. ამბიონზე – შემაღლებულ ადგილზე სამეუფო კარის წინ, მომზადებულ მაგიდაზე დააბრძანებენ არტოსს. ამ მაგიდის გარშემო საკმევლის კმევის შემდეგ მღვდელმსახური საგანგებო ლოცვას კითხულობს და სამგზის აპკურებს არტოსს წმინდა ნაკურთხ წყალს შემდეგი სიტყვების წარმოთქმით:
„იკურთხება და განიწმიდება ესე არტოსი წმიდისა ამის წყალის პკურებით, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ“.

ნაკურთხი არტოსი ამბიონზე ღია აღსავლის კარში მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაშია დასვენებული. ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში, ლიტურგიის დამთავრების შემდეგ საზეიმოდ აღესრულება ლიტანიობა ტაძრის გარშემო. ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს, ლიტურგიის ბოლოს, მღვდელი წარმოთქვამს საგანგებო ლოცვას, რომლის კითხვის დროსაც არტოსს ანაწევრებენ, ხოლო ჯვარზე მთხვევის დროს მორწმუნე ერს ურიგებენ როგორც სიწმინდეს.

ტაძარში მიღებული არტოსის ნაწილებს მორწმუნენი მოწიწებით ინახავენ, როგორც სიწმინდეს და იხმევენ (მიიღებენ) უზმოზე, სულიერ საკურნებელ საშუალებად სნეულებებისა და უძლურების დროს. მისი მიღებისას ყოველთვის უნდა წარმოვთქვათ სააღდგომო სიტყვები – „ქრისტე აღდგა!“.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი