მთავარი » პოპულარული

“არტ ნუვო რიგაში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.05.2012 | 2,454 ნახვა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში 4 მაისს (17.00 საათზე) ეროვნულ გალერეაში გამოფენას სახელწოდებით “არტ ნუვო რიგაში” გამართავს.

არტ ნუვო არტ ნუვო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აღმოცენებული მხატვრული მიმდინარეობაა, რომელიც თითქმის ერთდროულად გავრცელდა მთელს ევროპაში. არტ ნუვოს სტილის შენობები ურბანულ პეიზაჟში თავისი ორიგინალური, გამოკვეთილი და ექსპრესიული საფასადო დეკორით გამოირჩევა. თუმცა სტილის არსი არ გამოიხატებოდა მხოლოდ ორნამენტული მორთულობით. სპეციფიური და ადვილად საცნობი არტ ნუვოს დეკორი სრულ ჰარმონიაშია ნაგებობის არქიტექტურულ სტრუქტურასთან.

არტ ნუვოს სტილის მთავარი სახვითი პრინციპი შენობის ფუნქციური, უტილიტარული ელემენტების მხატვრული ინტერპრეტაციაა.
რიგაში არტ ნუვოს განვითარება ურბანული ზრდის უპრეცენდენტო ბუმთან ერთად თანაარსებობდა. მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. რამდენიმე წელიწადში აშენდა ასზე მეტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. რიგის ცენტრის დღევანდელი სახე მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, სადაც არტ ნუვოს სტილის შენობები ურბანული სტრუქტურის თითქმის 40% შეადგენს. ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში.

ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილია ლატვიელი არქიტექტორების კონსტანტინე პეკშინის, ფრიდრიხ შეფელის, ალფრედ აშენკამფის, მაქს შერვინსკის, ნიკოლოზ ბოკლაფის, ეიჟენს ლაუბეს, კარლის იოჰან-ფელსკოს, ალექსანდრე შმელინგის, იანის ალკსნისი და ინჟინერ მიხეილ ეიზენშტეინის პროექტების მიხედვით აგებული სახლების ფოტოები.

გამოფენის ორგანიზატორებია არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, რიგის საქალაქო საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, რიგის არტ ნუვოს ცენტრი.

გამოფენის მხარდამჭერია კომპანია “RIETUMU”.

გამოფენა 2012 წლის 24 მაისამდე გაგრძეწლდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი