მთავარი » კულტურა

“არტ-გენის” შემაჯამებელი დასკვნითი ნაწილი ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2014 | 1,445 ნახვა

ეთნოგრაფიულ მუზეუმში 20-27 ივლისს ფესტივალ “არტ-გენის” შემაჯამებელი დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
არტ გენი 2014 ტრადიციულად “არტ-გენის” მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიაა.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე თანამედროვე ქართული ჯგუფები. ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ტრადიციული კულინარიული კუთხე და კვების ობიექტი.

სამინისტროს განცხადებით, ფესტივალი არტ-გენი უკვე მე-11 წელია წარმატებით ტარდება ჯგუფ “არტ-გენი”-ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია წარმოადგენს. ფესტივალის გენერალური სპონსორია: “ბანკი კონსტანტა”; ფესტივალის პარტნიორები: სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიატაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი