12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიფოტორეპორტაჟი"არტ-გენი" მირზაანში

“არტ-გენი” მირზაანში

ანსამბლი გორდელა

“არტ-გენის” მოგზაურობის გეგმა მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო. ფესტივალი 12:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 5 საათამდე გასტანა.

მირზაანში ფესტივალში მონაწილობა მიიღეს ანსამბლებმა “წინანდალი”, “შემოძახილი”, “ხორნაბუჯი”, “სიღერეთი”, “პანკისი”, “ორონთა”, “გარეჯი”, “ბალავარი”… საღამო თსუ-ს გოგონათა ანსაბლმა “გორდელა”-მ დაასრულა.

ფესტივალი, ტრადიციულად საქართველოს რეგიონებიდან იწყება და თბილისში სრულდება. მისი ძირითადი მიზანი საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობაა. ასევე ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და შენახვა მომავალი თაობებისთვის.

“დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი “არტ-გენი”, მისი 7 წლის არსებობის თავზე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დასწრებადი ღონისძიება საქართველოში, რომელიც ღიაა ყველა თაობისთვის”, – განაცხადა ზაზა კორინთელმა.

მირზაანიდან “არტ-გენი” რუსთავსა და ფოთში გადაინაცვლებს. 14 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება და 25 ივლისს დაიხურება.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები