მთავარი » ფოტორეპორტაჟი

“არტ-გენი” ფოთში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.06.2011 | 1,317 ნახვა

სახალხო ფესტივალი “არტ-გენი”-ს რეგიონალური დასკვნითი ნაწილი 26 ივნისს ფოთის მახლობლად, მალთაყვაში ტბის პირას გაიმართა. კონცერტზე წარმოდგენილი იქნა დასავლეთ საქართველოს რეწვა, ფოლკლორი და ქორეოგრაფია.

ფოლკლორული სიმღერების, ცეკვების, ხალხური რეწვის ნიმუშებმა, თვითნასწავლ მხატვართა ნახატების შემოქმედების ხილვამ და საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სამზარეულოს გაცნობამ ფესტივალის თითოეული სტუმრის მოწონება დაიმსახურა.

რეგიონალურ ფესტივალი შერეული კონცერტით ჯგუფ “არტ-გენისა” და “თსუ გორდელას” მონაწილეობით დაიხურა.

ფესტივალ “არტ-გენს” 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მთავარი მიზანი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა.

15 ივლისიდან 10 დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ კონცერტები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაგრძელდება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი