მთავარი » პოპულარული

“არტ–გენი 2012” იწყება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.07.2012 | 1,628 ნახვა

წელს სახალხო ფესტივალი “არტ–გენი” 3 ივლისს ყვარლის ტბაზე გაიხსნება.

არტ-გენი ფესტივალის ფარგლებში ხუთი რეგიონული ტურნეა დაგეგმილი:

3 ივლისი: კახეთი, ყვარელი (ილიას ტბა)
6 ივლისი: სამეგრელო, ზუგდიდი (ბოტანიკური ბაღი)
8 ივლისი: იმერეთი, წყალტუბო (ცენტრალური პარკი)
10 ივლისი: გურია, ჩოხატაური (გორაბერეჟოულის ტყე-პარკი)
12 ივლისი: ფოთი (მალთაყვას ტყე-პარკი)

“არტ-გენის” შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ადგილობრივი ფოკლორული ჯგუფები და ანსამბლებიც მიიღებენ. ასევე გაიმართება ქართული რეწვის ნიმუშებისა და სხვა სახის ნაკეთობების გამოფენა–გაყიდვა.

წლევანდელი ფესტივალის თემაა “გაუფრთხილდი ოჯახს”, რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.

21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით “არტ–გენი”–ის შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.

ფესტივალი “არტ–გენი” უკვე მეცხრე წელია წარმატებით ტარდება ჯგუფი “არტ-გენი”–ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი