მთავარიქრისტიანობააღსარება გულწრფელი და გულახდილი უნდა იყოს

აღსარება გულწრფელი და გულახდილი უნდა იყოს

აღსარება “იმათ, ვინც თავიანთ გულისსიტყვებს სულიერ მამებს უმხელენ, სრულიად გულწრფელად, შემუსვრილი გულით უნდა თქვა აღსარება, როგორც თვით ღმერთის წინაშე, და მაშინ მიიღებენ შეწყალებას. უგულისყუროდ, ზერელედ ნათქვამი აღსარება არათუ სარგებლობის, დასჯის მიზეზად გაგვიხდება.

ცოდვა აღსარებით აღიხოცება, მისი ფესვები კი ცოდვილ გულისსიტყვებთან ბრძოლით და, თუ ისინი გვძლევენ – განმეორებითი აღსარებით.

საკუთარ ცოდვათა ხედვაც და გულწრფელი აღსარებაც ღმერთის განსაკუთრებული ნიჭია და გულითადი ლოცვით უნდა ვითხოვოთ. ევედრე მოწყალე ღმერთს, რათა მოგმადლოს ეს ნიჭი – ცხონების საწინდარი, და, ეცადე, გულწრფელი იყო: კაცთა მოდგმის მტერს სძულს სინანულის გზა და ყოველ ღონეს ხმარობს, რომ დააბრკოლოს კაცი, რომელიც ცოდვების ხშირი აღიარებით ცდლობს ღმერთისგან წყალობის მოპოვებას.”

წყარო: წიგნი აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისთვის.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები