მთავარი » პოპულარული

აღმოჩენა მეტეხის ხიდთან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.09.2011 | 2,385 ნახვა

თბილისში, მეტეხის ხიდთან, ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგებმა ციხე-გალავნის ფრაგმენტებს მიაკვლიეს. უნიკალური აღმოჩენა ვახტანგ გორგასლის პერიოდს მიეკუთვნება.

მეტეხის ხიდი

თუმცა, ციხის ქვეშ, დაახლოებით ორი მეტრის სიღრმეში აღმოჩინილი აუზები, სპეციალისტების თქმით, I-II საუკუნით თარიღდება. კვადრატული ფორმის აუზებს აქვს საფეხურები, გოგირდის წლით შევსების და დაცლის სისტემა, უზის ფსკერი მოზაიკითაა მორთული. ამდენად, შესაძლოა ძველი თბილისის ტერიტორიაზე დასახლება ვახტანგ გორგასლის ეპოქამდეც არსებობდა.

დღემდე არსებული არქეოლოგიური მასალების თანახმად, პირველი დასახლებები ქალაქის ტერიტორიაზე ჩვ.წ.აღ-მდე IV-III ათასწლეულებში გაჩნდა. თბილისის შემდგომი შენება კი V საუკუნის მეორე ნახევრიდან, ქართლის მეფის, ვახტანგ გორგასლის ბრძანებით იწყება. არსებობს ისტორიული ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ. თბილისი, მისი მიდამოები ტყით ყოფილა დაფარული. ერთხელ აქ ვახტანგ მეფე ნადირობდა. მისმა ამალის მწევრებმა ხოხობი ააფრინეს.

მეფის მიმინო ხოხობს გამოედევნა და ორივე ფრინველი თვალს მიეფარა. ძებნის შემდეგ ნახეს, ორივე ფრინველი ცხელ გოგირდოვან წყაროში ჩავარდნილიყო. ამ ტერიტორიაზე ბევრი ასეთი სამკურნალო წყარო გახლდათ. ვახტანგ მეფეს მოსწონებია ეს ადგილი და ქალაქის აშენება განუზრახავს. სახელად კი თბილი წყლების გამო ადგილს თბილისი უწოდა.

დღევანდელმა აღმოჩენამ, რომელსაც საპატრიარქო და ეროვნული მუზეუმი ერთობლივად ატარებენ, შესაძლოა სრულიად შეცვალოს თბილისის დაარსების იტორია. არქეოლოგების განმარტებით, აღმოჩენა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლება ვახტანგ გორგასლის მეფობამდე გაცილებით ადრე არსებობდა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი