ერთხელ ერთი ბრძენი კაცი, გზად მდინარეს მიადგა;
ნაპირთან მისულმა დაინახა, რომ მორიელი იხრჩობოდა და შეეცადა მის გადარჩენას;
მაგრამ, როგორც კი ხელს წაატანდა წყლიდან ამოსაყვანად, მორიელი მაშინვე თავის შხამიან კუდს ურტყამდა და კბენდა.
მორიელის კბენა იყო მწარე და მტკივნეული, ამის გამო ბრძენ კაცს ხელი ეშვებოდა და მორიელი ისევ წყალში ვარდებოდა.
საფრთხე დიდი იყო, რომ დამხრჩვალიყო.
ბრძენმა კიდევ რამდენჯერმე სცადა ამოეყვანა წყლიდან მორიელი, მაგრამ შედეგი ისევ იგივე იყო.
ამ დროს, იმავე გზით მოუხდა მგზავრობა ერთ-ერთ მის მოწაფეს და როცა იხილა ეს უცნაური სცენა, მივიდა მასწავლებელთან და უთხრა:
“მაპატიე, მასწავლებელო, მაგრამ ნუთუ ვერ ხვდებით, რომ რამდენჯერაც მოინდომებთ, რომ გადაარჩინოთ მორიელი, ის გკბენთ და გგესლავთ თქვენ? “
ბრძენმა უპასუხა: “მორიელის ბუნებაა ასეთი, რომ კბენდეს, გესლავდეს და ამას არც შეიცვლის; მაგრამ ჩემს ბუნებაშია, რომ დავეხმარო.”
ბევრი ცდებისა და წვალების შემდეგ ბრძენმა ფოთლის მეშვეობით გამოიყვანა წყლიდან მორიელი და გადაარჩინა;
შემდეგ შემოუბრუნდა მოწაფეს და უთხრა:
არასოდეს შეიცვალო ბუნება შენი, თუნდაც კი ვინმემ მოგაყენოს შეურაცხყოფა და ტკივილი, უბრალოდ იყავი ფრთხილ, რამეთუ ადამიანები ხშირად უმადურები ხდებიან იმ კარგისათვის, რომლებსაც სხვათაგან ღებულობენ.
“სიკეთე აკეთე, არ მოაკვდინო სიყვარული, რომელიც ცხოვრობს შენში!!!”
“ყოველ ადამიანს სურს მოინადიროს ბედნიერება, ხოლო მცირედნი კი მას ჰქმნიან.”
“უფრორე სწუხდე შენი სინდისისათვის, ვიდრე – სახელისათვის;
რამეთუ სინდისი არის ის, რაც შენ ხარ; ხოლო სახელი კი არის ის, რასაც ფიქრობენ შენზე სხვანი.”
“როცა ცხოვრება გამოგიჩენს ათას მიზეზს, რათა იტირო, გამაგრდი და უჩვენე მას, რომ შენ გაქვს ათასი მიზეზი, რათა გაიღიმო.”
წმიდა მამათა დარიგებებიდან.
