მთავარი » ქრისტიანობა

“არასდროს არ უნდა ჩავარდე სასოწარკვეთილებაში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.12.2015 | 2,136 ნახვა

ანა ტარტარაშვილის ოჯახი “ჩვენთვის დიდი ტკივილია ჰერეთის დატოვება…”

გაგაცნობთ ოთარ როსტიაშვილისა და ანა ტარტარაშვილის ოჯახს. როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როდის დაქორწინდნენ, როდის დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება? ამ და სხვა თემებზე “ამბიონი” ესაუბრა ანა ტარტარაშვილს.

როდის დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?

“გავიზარდე ჰერეთში, მართლმადიდებლურ მრავალშვილიან ოჯახში. ეკლესიური ცხოვრება 12 წლის ასაკიდან დავიწყე. ჰერეთში წმინდა გიორგის ეკლესიაში დავდიოდი, ხოლო დაოჯახების შემდეგ, გადმოვსახლდი თბილისში და მამა დავით დათუაშვილის (თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი) მრევლი გავხდი. ხშირად დავდივარ ნაქულბაქევის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში.
ჰერეთში მყავს დედა და ძმის ოჯახი.ზაფხულში არდადეგებზე სოფელში ჩავდივართ. ჰერელი ქართველებისთვის ჰერეთი დიდი სიწმინდეა, იმიტომ რომ ის საქართველოს ძირძველი კუთხეა. ჩვენთვის დიდი ტკივილია ჰერეთის დატოვება”.

როდის შექმენით ოჯახი?

“12 წლის ვიყავი მომავალი მეუღლე, რომ გავიცანი. ის ჰერეთში სტუმრად იყო მეგობართან. ექვსი წელი შეყვარებულები ვიყავით და 18 წლის ასაკში ოჯახი შევქმენით. ჩემმა მეუღლემ, მხოლოდ ოჯახის შექმნის შემდეგ, ღვთის წყალობით დაიწყო ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება.

მყავს ოთხი შვილი-ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი. უფროსი შვილი – ბექა 19 წლისაა და სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე. მარიამი და ელენე სკოლაში სწავლობს, ხოლო მეოთხე შვილი-ანასტასია 4 წლისაა და ბაღში დადის. ბავშვებიც ეკლესიურად ცხოვრობენ, ჰყავთ მოძღვარი და ეზიარებიან”.

როდის დაიწყეს ბავშვებმა ეკლესიური ცხოვრება?

“უფროსმა ვაჟმა 14 წლის ასაკში დაიწყო ეკლესიაში სიარული, ქალიშვილმა – 11 წლისამ. ორმა უმცროსმა ქალიშვილმა- ელენე და ანასტასიამ, როგორც პატრიარქის ნათლულებმა, ნათლობიდანვე დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება. ბავშვების ყოველი დღე მრავალფეროვანია, ხოლო კვირა დღეს უფალს ვუთმობთ და საღვთისმეტყველო წიგნების კითხვით ვართ დაკავებული”.

რაზე უნდა იყოს დამყარებული ქრისტიანული ოჯახი?

“ჩემთვის ოჯახი სიწმინდეა, ოჯახი სიმყარეზე, ერთგულებაზე და სიმტკიცეზე უნდა იყოს დამყარებული. ცოლ-ქმარს შორის არ უნდა იყოს ღალატი, ურთიერთობა ერთმანეთის ნდობაზე უნდა იყოს აგებული. არასდროს არ უნდა ჩავარდე სასოწარკვეთილებაში – ეს არის ქრისტიანული ცხოვრება. ვფიქრობ, რომ ბავშვმა ოჯახიდან უნდა დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება, თორემ არც მერე დაიწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას და არ მივა ეკლესიაში. თუ ოჯახიდან აღიზრდება ქრისტიანული, მხოლოდ მერე შექმნის ქრისტიანულ ოჯახს. ქალზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ როგორ წარმართავს ოჯახს, როგორ აღზრდის შვილებს. ლოცვის დროს უნდა წარმოთქვას: “ღვთისმშობელო დედაო, დამეხმარე შვილების აღზრდაში”. ოჯახის მართვა დედაზეა დამოკიდებული, რათა დაამყაროს სიმშვიდე და ქრისტიანული ცხოვრება ოჯახში. თუ ამას დედა არ გააკეთებს, არც მამა და არც შვილები ამას არ გააკეთებენ. ოჯახის მისაბაძი დედა უნდა იყოს”.

გითქვამთ თუ არა რომ ამ განსაცდელს ვერ გაუმკლავდებით?

“არა, ეს არასოდეს არ მითქვამს, რადგან მე მეხმარება ლოცვა, ღვთისმშობლის მფარველობა და შემწეობა. გვაქვს იმის ძალა, რომ არ ჩავვარდეთ განსაცდელში და ასეთ ვითარებაში გვეხმარება მამა დავითის რჩევა-დარიგება. 20 წელია, რაც მამა დავითი დათუაშვილი ჩვენი მოძღვარია”.

ანა ტარტარაშვილი ახალგაზრდებს ურჩევს, აუცილებლად იცხოვრონ ქრისტიანული ცხოვრებით და შექმნან ტრადიციული ქრისტიანული ოჯახი.

ანა ტყებუჩავა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი