მთავარი » ფოტორეპორტაჟი

“არა თეოკრატიას” და “აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა” – აქციები თბილისში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.05.2013 | 2,712 ნახვა

24 მაისს თბილისში, დედაენის ბაღში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი საპირისპირო აქცია გაიმართა.

პირველი, დევიზით ”აიკრძალოს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების (ლგბტ) პროპაგანდა”, 18:00 სთ.-ზე, დედაენის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო.

მეორე აქციის მონაწილენი 19:00 სთ.-ზე გაძლიერებული დაცვის ქვეშ დედაენის ძეგლთან შეიკრიბნენ, აქციის მთავარი ლოზუნგი იყო “არა თეოკრატიას” აქციის მონაწილეები სასულიერო პირების კარიკატურებითა და სხვა საპროტესტო ტრანსფარანტებით მოვიდნენ: “თეოკრატია დემოკრატია არ არის”, „შეწყდეს მღვდლების პარპაში“, „არა რელიგიურ ნაციონალიზმს“, “ნუ გვცემთ ღმერთის სახელით”, “არა სიბნელეს” და ა.შ.

ორი პარალელური აქცია დაახლოებით სამი საათს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ აქციაზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც აქციის მიმდინარეობას ავტომობილიდან აკვირდებოდა, აქციაზე მობილიზებული იყო სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა, დედაენის პარკს, სადაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და მათი მომხრეები იყვნენ შეკრებილი გარს ერტყა რკინის ჯებირები და პოლიციის გაძლიერებული ცოცხალი კორდონი.

ფოტო დავით დანელია

აქცია “აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა”

აქცია “არა თეოკრატიას”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მიქაელი says:

    რას ნიშნავს ლგბტ ბევრმა არ იცის და მინდა გავუშიფრო .

    ლ–ლესბოსელები (ქალის მიერ ქალთან სექსუალური ურთიერთობა).
    გ– გეები (კაცის, კაცთან სექსუალური ურთიერთობა).
    ბ– ბისექსუალები (კაცის ან ქალის ორივე სქესთან ინტიმური ურთიერთობა
    ხანდახან ერთდოულადაც).
    ტ–ტრანსსექსუალები (იყო კაცი ან ქალი დაბადებით და შემდეგ შეიცვალა
    სქესი ქირურგიული მეთოდით)

    ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება ჩავთვალოთ ბუნებრივად? რა თქმა უნდა არც ერთი! ანუ ბუნებრივი, ნორმალური მოთხოვნილების მქონე ადამიანს უჩნდება ლოგიკური აზრი, რომ ეს ყველაფერი არაბუნებრივია ანუ არანორმალური. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე მე ეკლესიურად ვცხოვრობ და ამიტომაა მიუღებელი, არამედ იმაზე, რომ ეს არანორმალურია და ჩემთვის და ნორმალური საზოგადოებისათვის, ამ თემის პროპაგანდა და აგიტაცია ყოვლად მიუღებელია.
    ეს დაავადებები და ცოდვები მსოფლიო ისტორიის მანძილზე იყო და ალბათ მომავალშიც იქნება, მაგრამ რელიგიები და საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის ამ არანორმალურობას მიუღებლად თვლიდა და თუ მაინც სადმე იმძლავრებდა და საყოველთაოდ ეს არაბუნებრივი, ბუნებრივად და მისაღებად ჩაითვლებოდა მთელი საზოგადოებისათვის, ღვთის რისხვაც ადეკვატური იყო (სოდომ–გომორის ისტორია).
    არავინ არ ამბობს იმას, რომ ეს პირები უნდა ჩავქოლოთ, ეს მათი პირადი საქმეა და ღვთის წინაშეც თვითონვე აგებენ პასუხს. მაგრამ როგორც კი ეს საკითხი მათ საწოლ ოთახს გამოსცილდება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში არანორმალურის, ნორმალურად დამკვიდრების პროპაგანდა დაიწყება, აქ უკვე ამას ნორმალური საზოგადოება ვეღარ შეეგუება!

    ამიტომ მხარს ვუჭერ კანონით აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა.

  • მოწიწებული says:

    1. პროპაგანდა და უფლებების დაცვა სხვადასხვა რამეა.
    2. ავადმყოფობა ინკურნება და ვინც თვლის რომ განვითრებულმა ევროპამ წამალი ვერ იპოვა ლგბტ ადამიანებისთვის უბრალო გაუნათლებელია.
    3. ეს “ავადმყოფობები” არის სექსუალური ქცევის სხვადასხვა ფორმები. რაზეც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები შეთანხმდა. ამიტომ ამოიღეს დაავადებებიდან. (თქვენ რომ გკითხოს კაცმა უდიდესი საზოგადო მოღვაწეები არანორლური ავადმყოფები ყოფილან და ვერ გაგვიგია)

    პ.ს. ჯერ უნდა იცნობდე ერთ ლგბტ- ადამიანს და მერე უნდა გადაწყვიტო ქვას დაუშენ თუ ილოცებ მათთვის. ასტოროფიზიკაზე რომ იტყვი დებილების საქმეაო მინიმუმ ასტროფიზიკოსს უნდა იცნობდე და მერე დაასკვნა ბრძნულად.

    სახლიდან გაგდება, ძალით გათხოვება, ძალით ცოლის მოყვანა, სამსახურიდან გაშვება.. ლამის სიკვდილამდე ცემა.. ეს უდრის მოფსმისთვის მოგექცნენ ასე. განსხვავება ბიოლოგიურ მოთხოვნილებასა და არჩევანს შორის ძალიან დიდია.. ჩემი არჩევანი ვერ იქნება მოვჯვავ თუ არა. გეჯვია უნდა მოვჯვა!!!!!!! მორალისტებმა თავი შეიკავეთ…ცოდვაა გაკუება!..ანუ აღარ გავაკუოთ!..ამ ლოგიკით ძაან შორს ვართ წასულები!… ფაქტია..

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი