მთავარი » ქრისტიანობა

აქით თუ აქეთ? იქეთ თუ იქით? – “ქართული მეტყველების კულტურა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2017 | 15,589 ნახვა

აქეთ-იქით აქით თუ აქეთ? იქეთ თუ იქით?

ამა თუ იმ ადგილის მისათითებლად, როცა პირველ პირთან (ჩემთან, ჩვენთან) სიახლოვეს ვგულისხმობთ, ვიყენებთ აქ, აქეთ, აქედან, აქეთკენ ზმნისართებს; ხოლო მესამე პირთან (მასთან, მათთან) სიახლოვის საჩვენებლად იქ, იქით, იქიდან, იქითკენ ზმნისართები გამოიყენება. ამ 4-4 სიტყვის შემცველ ჯგუფებს შორის ერთმანეთს უპირისპირდება თავკიდური ა და ი ხმოვნები. აღრევას ქმნის შუა ხმოვნები: ერთი მხრივ, აქეთ – აქით, აქედან – აქიდან, აქეთკენ – აქითკენ; მეორე მხრივ, იქით – იქეთ, იქიდან – იქედან, იქითკენ – იქეთკენ.

როგორ გავმიჯნოთ მართებული და უმართებულო ფორმები?

სიადვილისათვის ასე დავიხსომოთ: თუ სიტყვა ხმოვნით იწყება, მომდევნო ხმოვნადაც ი ხმოვანი გვექნება: ე. ი. იქით, იქიდან, იქითკენ.

თუკი სიტყვა ხმოვნით იწყება, მაშინ მომდევნო ხმოვნად ე ხმოვანი გვექნება: აქეთ, აქედან, აქეთკენ ( ამ მხრივ ზუსტად ისეთივე ვითარება იქნება, როგორც ეს და ის ნაცვალსახელთა ბრუნებისას გვაქვს. მაგ. : ის – იმან, იმას…; ის წიგნი – იმ წიგნმა, იმ წიგნს…; ეს – ამან, ამას..; ეს წიგნი – ამ წიგნმა, ამ წიგნს…)

მაშასადამე, ჩვენთვის საინტერესო სიტყვების მართებული ვარიანტებია, ერთი მხრივ:

აქეთ, აქედან, აქეთკენ;

ხოლო, მეორე მხრივ:

იქით, იქიდან, იქითკენ.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო: აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, 2009.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი