“მაესტრო”
ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში კანონის მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება.
“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტიდან ერთ–ერთი მუხლის ამოღება უკვე გადაწყდა, კერძოდ, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში კანონის მოქმედების სფერო დაკონკრეტებული არ იქნება.
“კანონპროექტის მესამე მუხლიდან ამოღებულია ჩამონათვალი, სადაც ჩაწერილი იყო სფეროები და მასში შედიოდა სასკოლო დაწესებულებები, განათლების სხვადასხვა ადგილები და საჯარო დაწესებულებები. ძალიან ბევრი უწყება, რომელიც ამ ჩამონათვალში იყო, სპეციალურ დათქმას გულისხმობდა ანტიდისკრიინაციულ მოქმედებების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით,” – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
საპროტესტო აქცია თბილისსა და ქუთაისში
