მთავარი » კულტურა

ანსამბლი “მადლი“ საზოგადოებრივ პროტესტს უერთდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.09.2012 | 2,397 ნახვა

ბოლო დროს ციხეში განვითარებული მოვლენების შესახებ საკუთარ გულისტკივილს გამოთქვამს ანსამბლი “მადლიც”, გმობს ამ შემზარავ ფაქტებს და თავის პოზიციას აფიქსირებს ინტერნეჟურნალ “ამბიონის“ მეშვეობით:

“საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ქართველი კაცის ღირსება არ უნდა შეილახოს. ანსამბლი მადლი და არა მარტო ქართველი კაცის, არამედ ყოველი ჩვენი თანამემამულის. ჩვენ მხარში დავუდგებით ყველა იმ გონებაგახსნილ ადამიანსა თუ ხელისუფალს, ვინც ქვეყანას ასეთ მდგომარეობამდე არ მიიყვანს და მსგავსი მეთოდებით არ დაამყარებს შინაგანაწესს.

ეს ყოვლად დაუშვებელია, უზნეობაა და არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება. და თუ ხდება, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ ყველამ ჩვენი აზრი. ასეთი ძალისმიერი მეთოდებით ფუჭდება და ირყვნება ახალგაზრდობა. ჩვენ კი გვსურს, აღვზარდოთ საღად, ქართულად მოაზროვნე თაობა.

ამდენად, ანსამბლი “მადლი” გმობს იმ შემზარავ ფაქტებს, რაც ყველამ იცოდა ერში, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში რატომღაც ასე ხდება ხოლმე, ყველაფერი რაღაც შოუს სახით უნდა გამოვლინდეს, რომ ყველამ ირწმუნოს და იწამოს.

ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს და თანაგრძნობას ვუცხადებთ იმ პატიმრებსა და მათ ოჯახებს, ვინც ამ დღეში არიან. ღვთის წყალობით, იმედია, ყველაფერი მალე თავის ადგილზე დალაგდება.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი