ჩემთვის მისაბაძი ადამიანი, თქვენთვის უცნობი, ერთი ჩვეულებრივი სკოლის არაჩვეულებრივი მასწავლებელი, ქალბატონი ანი ლიპარტელიანია.
ადამიანი- პატრიოტი. მოყვარული საქართველოსა და ქართველი ერისა. უაღრესად კეთილშობილი…
მისაბაძი მაგალითი მასწავლებელთათვის. ქალბატონი, რომელიც საგნის გარდა ადამიანობას ასწავლის. მისი დამსახურებაა ის, რომ შევიძინე უამრავი დადებითი თვისება, ვისწავლე ხალხის დახმარება, გავხდი შემწყნარებელი, პასუხისმგებლიანი და ერთგული. ვისწავლე საქმის ბოლომდე მიყვანა. ქალბატონი ანისთვის თავისი მოსწავლეები, თავისი შვილები არიან. მიჭირს წერა, არ ვიცი როგორ გამოვხატო ის თვისებები რომელიც ახლა ჩემი სულის ნაწილია.
ქალბატონი ანი არის 180-ე საჯარო სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი. მე კი ამ კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრი. 2013 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი კლუბის მეშვეობით ჩვენ განვახორციელეთ არა ერთი საქველმოქმედო აქცია.
ვამაყობ იმით რომ ინიციატივებისა და აქციების მეშვეობით დავეხმარეთ უამრავ ქართველ ხალხს.
(რაც ანი მასწავლებლის დამსახურებაა). დავინახე ცხოვრების არსი და მე ბედნიერი ვარ !
ან გაიმარჯვე ან სახლში წადი!!!
მარიამ კიკვაძე.
ქალაქ თბილისის 180-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე
ვინ არის თქვენთვის მისაბაძი, სამაგალითო ადამიანი? მოგვწერეთ თქვენც: ambioni@ymail.com
„მისაბაძი ადამიანი“ შეიძლება იყოს საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ან თქვენი ოჯახის წევრი, მეზობელი, შორეული წინაპარი და ა.შ. ადამიანები, როგორც შორეული წარსულიდან, ასევე – თანამედროვეობიდან.

Chveni ani masi <3 namdvilad getanxmebi mariam <3 yochag!!!
ani mascavlebeli chemtvis sauketeso mascavlebelia da aramarto chemtvis. kvela moscavlisatvis misabadzi adamiania.dzalian mikvars da pativs vcem :* chemtvis sauketesoa
ნამდვილად ესეა, გეთანხმებით )))
მისაბაძი ადამიანია ანი მასწავლებელი, არამგონია ვინმემ საპირისპირო თქვას. ძალიან გაფასებთ ყველა და ყველას გვიყვარხართ ! )
Uketilshobilesi adamiani xart ani mas <3 dzalian miyvarxart <3
მას ჩემი აზრით ყველაზე ტოლერანტი მასწავლებელი თქვენ ხართ (თანასწორი)