12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიკულტურაანჩის სახარება (XII-XIII საუკუნე)

ანჩის სახარება (XII-XIII საუკუნე)

ანჩის სახარება ხელნაწერის ანდერძში ერთად არიან მოხსენიებულები თამარ მეფე, დავით სოსლანი და ტახტის მემკვიდრე – ლაშა-გიორგი. სახარება ტაო-კლარჯული ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მის ყდას ოდესღაც ბექა ოპიზრის ჭედურობა ამშვენებდა.

ანჩის სახარება სოფრომ მწიგნობარმა წყაროსთავის მონასტერში შეიძინა, ბექა ოპიზარს მოაჭედვინა და ანჩის ღვთაების ხატს შესწირა. ამას გვამცნობს ხელნაწერის ანდერძი და, ასევე, ხელნაწერის ბოლოს დართული, აკროსტიხით გაწყობილი თორმეტმარცვლოვანი იამბიკო.

დღეისათვის ხელნაწერი თითქმის სრულადაა მოღწეული: ოთხივე სახარება, საძიებლები, საწელიწდო საკითხავები; ტექსტი გიორგი მთაწმიდელის რედაქციისაა.

სახარებაში ოდესღაც 4 მინიატურა იყო ჩართული, რომელთაგან მხოლოდ ერთი შემორჩა. საერო პირებთან ერთად ანდერძში მოხსენიებულები არიან სასულიერო პირები: ანჩელი ეპისკოპოსები – თეოდორე ანჩელი და იოანე რკინაელი.

ანჩის სახარების ამჟამინდელი ყდა გვიან შუასაუკუნეებში ვინმე ენუქის მიერ არის შემქნილი.

ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ არქივში 1923 წლიდან ინახება.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები