მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ანჩისხატის ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.04.2017 | 2,233 ნახვა

ანჩისხატის ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია ქართული ხუროთმოძღვების უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. ანჩისხატი ამ უძველეს ბაზილიკაზე ბოლო დროს ქვის სერიოზული დაზიანება შეინიშნებოდა. იყო – ქვის დაბზარვა, განშრევება, ფრაგმენტაცია, აქერცვლა, გაფხვიერება, ჩამოტეხვები, ეროზიული ზედაპირები. ნაგებობის ინტერიერში,ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთში ქვის ზედაპირები თითქმის სრულადაა დაკარგული.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლიდან დაიწყო,კერძოდ – ჩატარდა საშენი მასალის პეტროგრაფიულ – მინერალოგიური კვლევა; ბიოლოგიური ნადების საწინააღმდეგო ბიოციდური ხსნარით დამუშავების შემდეგ კედელი გაიწმინდა ნადებისაგან როგორც ინტერიერში, ისე ფასადზეც; ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნაწილზე მექანიკურად მოიხსნა ცემენტის ხსნარის შევსებები; მოხდა ბზარებისა და მიკრობზარების კოსოლიდაცია წინასწარ დამზადებული საცდელი ნიმუშებიდან ამორჩეული ხსნარით.

ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიცაა დაგეგმილი.

პროექტის ავტორი: ააიპ ე. პრივალოვას სახ. მხატვრობის ტექნიკური კვლევის ცენტრი “ბეთანია”
შემსრულებელი: შპს “არქიტექსი”

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი