მთავარი » კულტურა

ანბანდიდი სახარება – ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელნაწერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.03.2015 | 4,107 ნახვა

ანბანდიდი სახარება – ერთ-ერთი უძველესი, მე-9 საუკუნის ქართული ხელნაწერი ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია.

ანბანდიდი სახარება

შემორჩენილია ხელნაწერის 192 ფურცელი; ეტრატი; ზომა: 32.7×22. თავნაკლულია; თავიდან ბოლომდე ასომთავრულით ნაწერი, ყავისფერი მელნით; დღემდე მოღწეულია ლუკას სახარების მცირე ნაწილი და იოანეს სახარება მთლიანად; საზედაო გრაფემები – სინგურით. ხელნაწერს აქვს გვიანდელი მინაწერები, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაო-კლარჯეთში ინახებოდა. სახარება შიგადაშიგ გაფორმებულია მარტივი შემკულობებით, მათ შორისაა წითელი და შავი მელნით შესრულებული გოლგოთის ჯვარი. რედაქციული თვალსაზრისით, ანბანდიდი სახარება პროტოვულგატას ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს და ქრისტიანული კულტურის საუცხოო ნიმუშია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი