მთავარიქრისტიანობასალხინოში, წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიას მეუფე გრიგოლი უხელმძღვანელებს

სალხინოში, წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიას მეუფე გრიგოლი უხელმძღვანელებს

სალხინოში, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიას მეუფე გრიგოლი უხელმძღვანელებს.

მეუფე გრიგოლი სხვა სასულიერო პირებთან ერთად პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს მიერ მიწის ნაკვეთების მითვისებაზე გავრცელებულ ინფორმაციას, მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ის მხოლოდ გადაბარების პროცესშია ჩართული, აღნიშნული საკითხი არც დღევანდელი კომისიის სხდომაზე განხილულა.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ლევან მერაბიშვილი კი აცხადებს, რომ ეპარქიაში რჩება და იმ მოქალაქეებს უნდა შეხვდეს, ვისაც მეუფე პეტრესთან გარკვეული პრეტენზიები აქვთ. მერაბიშვილი ამბობს, რომ საპატრიქრქოში ზარები მას შემდეგ გახშირდა, რაც მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან განაყენეს.

„ვისაც პრეტენზია აქვს, მოვიდეს, წარმოადგინოს თუ რა დოკუმენტაცია აქვს. გადავხედავთ და იმის მიხედვით ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ლევან მერაბიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები