მთავარი » პოპულარული

ambioni.ge-ს ფოტოკონკურსი დასრულდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.07.2011 | 2,061 ნახვა

რელიგიურ თემაზე ჩატარებულ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მომიხსენე მე უფალო სასუფეველსა შენსანიკა გაბედავა და გელა იზორია ფოტოკონკურსში გამარჯვებულები არიან. პირველს პრიზი გადაეცემა – 100 ლარის, მეორეს კი – 50 ლარის ოდენობით.

ნიკა გაბედავას ფოტო ჟიურის გადაწყვეტილებით გახდა საუკეთესო, გელა იზორიას ფოტო კი facebook-ის მომხმარებლებმა შეარჩიეს და პირველი ადგილი 687 like-ით დაიმსახურა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მამა დავით დათუაშვილი, ფოტოხელოვანი ზურაბ დათუაშილი, მოქანდაკე გია თექთუმანიძე, ხელოვნებათმცოდნე ნიკა არაბიძე.

ჟიურის წევრებმა ნიკა გაბედავას ფოტოს რამდენიმე ძირითადი კომპონენტით მიანიჭეს უპირატესობა. მთავარი იყო ის, რომ ეს ნამუშევარი სრულად შეესაბამება ფოტოკონკურსის თემატიკას. ფოტო შავ-თეთრია, რა ფორმითაც ძნელია განწყობილების გადმოცემა. ამ ფოტოში კი ბერის ცხოვრება და განწყობა კარგად ჩანს.

გარდა ამისა, ჟიურის შეფასებით ფოტო კომპოზიციურად დახვეწილია, სწორად არის განაწილებული შუქ-ჩრდილები, რაც ზრდის მის მხატვრულ ღირებულებას და ინტერესს მატებს.

ბერი სირიიდან ადამი-ანისაპრიზო ადგილი ვერ აიღო და არ ჯილდოვდება, მაგრამ ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე ადგილზე გელა მეტრეველის ფოტო გავიდა, მესამეზე კი – იოსებ ხუნაშვილის ფოტო სათაურით – “ღვთაება”.

Facebook-ის მომხმარებლების გადაწყვეტილებით კი მეორე და მესამე ადგილები 635 like-ით ლევან ბუტიკაშილის ფოტომ “რწმენა” და 444 like-ით ლილე რევიშვილის ფოტომ “ახალი შუამთა” გაინაწილეს.

ინტერნეტ-ჟურნალი ambioni.ge მადლობას უხდის ფოტოების ავტორებსა და შემფასებლებს მონაწილეობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ უფრო იაქტიურებენ ახალ ფოტოკონკურსში, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება.

ანა შეშაბერიძე

ფოტოკონკურსის ყველა სურათი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – facebook


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი