მთავარიქრისტიანობა"ამბიონსა" და "ერთსულოვნებას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ამბიონსა” და “ერთსულოვნებას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ-რელიგიურ ინტერნეტჟურნალ “ამბიონსა” და საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებას” შორის ურთირთთანამშრობლობის მემორანდუმი გაფორმდა. ტელევიზია “ერთსულოვნება” ინტერნეტჟურნალ “ამბიონს” სარგებლობის უფლებით გადასცემს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ეთერში გასული გადაცემების ინტერნეტსივრცეში განთავსების უფლებას. აღნიშნული მედიასაშუალებები, მომავალში ერთობლივ პროექტებსაც განახორციელებენ.

ამბიონი, ერთსულოვნება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი მოაწერეს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” დირექტორის მოადგილემ და ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” ხელმძღვანელმა.

დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე (საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებას” დირექტორის მოადგილე): “ინტერნეტსივრცის, სოციალური ქსელების გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიისთვის, ქრისტიანობის ქადაგებისთვის და ამ მხრივ ძალისხმევის გაერთიანება აუცილებელი და საჭიროა. ჩვენი მემორანდუმი სწორედ ამის დასტური გახლავთ.”

დეკანოზი დავით დათუაშვილი, დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე

დეკანოზი დავით დათუაშვილი (ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” ხელმძღვანელი): “მემორანდუმი გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას ინტერნეტჟურნალ “ამბიონსა” და საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებას” შორის. მინდა დავეთანხმო მამა ზურაბს, რომ ეკლესიისათვის ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც სოციალურმა ქსელებმა აქტუალობა შეიძინეს და ამ ქსელებში უამრავი ადამიანი კითხულობს მათთვის საინტერესო ინფორმაციას. შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, ეს თანამშრომლობა გულისხმობს მისიონერულ მუშაობასაც. სწორი ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოებრივ თუ რელიგიურ აქტუალურ თემებზე, არის საზოგადოების სწორად ჩამოყალიბების პროცესი. რაც თავისთავად ნიშნავს მისიონერულ მუშაობას.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ მემორანდუმის გაფორმება ორივე მხარისთვის, რადგან ურთიერთთანამშრომლობას ყოველთვის კეთილი და კარგი შედეგი მოაქვს.”

თეონა ნოზაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები