ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” 4 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში “ამბიონმა” მრავალი ერთგული მკითხველი შეიძინა, რასაც მოწმობს მათი კომენტარები და რედაქციისადმი გამოგზავნილი წერილები…
ჟურნალი დაარსების დღიდან ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო მკითხველის სამსახურში.
“ამბიონი” მომავალში არაერთი ქართული პროექტის განხორციელებას გეგმავს.
შეგახსენებთ, “ამბიონი” პირველი საზოგადოებრივ – რელიგიური ინტერნეტჟურნალია ქართულ ინტერნეტსივრცეში. ის ერთდროულად პასუხობს არა მარტო მართლმადიდებელი მრევლის, არამედ თითქმის ყველა სოციალური ფენის კულტურულ-საზოგადოებრივ და შემეცნებით ინტერესებს.
ფუნქციონირებს გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის საეკლესიო კომპლექსთან, დეკანოზ დავით დათუაშვილის ლოცვა-კურთხევითა და ხელმძღვანელობით.

gilocavt!
მადლობა ღმერთს რომ არსებობს ეს გვერდი! როგორი მშვიდი და სათნო კუთხეა ჩემთვის, და ალბათ ყველასთვის.. განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, შუქურასავით გზის მაჩვენებელი და მშვიდი ნავსაყუდელია ამ საგიჟეთ ინტერნეტში. წესად მაქვს ინტერენტში პირველი ეს გვერდი უნდა გავხსნა და სულ მქონდეს თუნდ არ ვკითხულობდე, გამახნევებელი და დამცველია. თან როგორი ზომიერი და სრულყოფილი დიზაინი აქვს, მეტი რომ არ არის საჭირო, ეს არის კლასი. არც გადატვირთულია ბევრი რაღაცეებით და თვალი ისვენებს.. აბა ამბები.გე(!) იყო, გააფრენ კაცი. სიმშვიდე და სითბოა ამ გვერდზე.. ძალიან მიყვარხართ )) და ყოველთვის ვგრძნობ რაღაცნარ სითბოს და შეწევნას თქვენგან, ამ გვერდიდან.. როგორ სტატიებს დებთ რომ იცოდეთ, ნეტა რა ძალა გკარნახობთ ამა თუ იმ სტატიების დამატებისას.. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ, რაღაცაზე ვფიქრობ და ვერ გამიგია, ძალიან მაინტერესებს პასუხი, გაურკვევლობაში ვარ ან რამე პრობლემა მაქვს, და შემოვდივარ ამბიონზე და მოულოდნელად ვხედავ სტატია დევს რაც ზუსტად იმის პასუხია (ან რჩევა) რაზეც გუშინ თავს ვიმტრევდი! თან მარტო მე არ ვარ ასე, სხვამაც დაწერა ეს კომენტარში და გამაოგნებელი იყო ჩემთვის.. მარტო ერთ მაგალითს გავიხსენებ: მოულოდნელად გამიჩნდა კითხვა, ქონდა თუ არა ჯვარს ეშმაკთა განდევნის და ბარბაროსთა ძლევის ძალა ქრისტემდე, მოკლედ, ნეტა მაშინაც ჯვარი იყო თუ მერე გახდა ჯვარი მეთქი, რაღაცნაირად აგდებულად გავიფიქრე, მეც ვერ მივხვდი რატომ.. მეორე დღეს გავხსენი ამბიონი და ეგრევე ჯვარი მომხვდა თვალში – მთავარი სტატია იყო სათაურით: “ჯვარს ძალა ქრისტეს ვნებამ მოუტანა”. გაოგნების მეტი რა დამრჩენოდა? გვარიანად შემეშინდა, კრძალვით წავიკითხე სტატია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მართლა ჩემს კითხვებს პასუხობდა “ამბიონი” და შემთხვევითი არ იყო წინა ასეთი “დამთხვევები”. არა ხალხო, ყველამ უნდა იკითხოს ეს საიტი! ისევე როგორც ყველამ უნდა მოუსმინოს პატრიარქის ქადაგებას
giorgi12, ჩვენთვის თქვენი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა.
გულით და სულით გილოცავთ! მადლობა რომ უფალს არსებობთ! ასეთი კარგები იყავით ყოველთვის! :)))))))
მადლობა უფალს! რომ გვეხმარება გავძლიერდეთ რწმენაში… არა ერთხელ გამომიხატავს მადლიერება ამ საიტის შექმნისა და დაარსებისათვის, რადგანაც ეს უდიდესი სამსახურია ქართველი ერის სარწმუნოებისკენ მოქცევაში. ყოველთვის უამრავი კითხვა მიჩნდებოდა, რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ან პასუხს ვერ ვღებულობდი ან კიდევ მორიდების მომენტი მაკავებდა, რადგანაც შეუძლებელია მოძღვარი გამუდმებით შენი კითხვებით შეაწუხო. ამ საიტზე კი იმდენად ამომწურავი პასუხებია, შეუძლებელია თითოეულ მრევლს, სათითაოდ ასეთი გავრცობილი პასუხები გასცეს მოძღვარმა. ამ საიტით ,,სწორად ცხოვრების” სწავლა შეიძლება სარწმუნოებასთან ერთად და გასახარია რომ ამ საიტით სარგებლობა, უკვე ბევრისთვის ხელმისაწვდომია… მადლობა ამბიონს, მის დამაარსებლებს, და ამბიონის ჯგუფის თითოეულ წევრს, ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის მის სრულყოფილებაში!!!
didi madloba,rom arsebobt da exmarebit xalxs