მთავარი » კულტურა

ამედეო მოდილიანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.03.2015 | 10,613 ნახვა

მხატვარი და მოქანდაკე ამადეო კლემენტ მოდილიანი იტალიაში, ქალაქ ლივინოში 1884 წელს დაიბადა. აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება. ამადეო მოდილიანი 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორიცაა პაბლო პიკასო და კონსტანტინე ბრინშუკი, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე.

მოდილიანს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ავადდებოდა. 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულიოზით.
მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა უმეტესად მოიცავს ნახატებსა და ესკიზებს, მხოლოდ 1909-1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენს. ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამოდენიმე პეიზაჟი. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, ნამუშევრებმა მხოლოდ მხატვრის სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება…

1918 წელს ამადეო მოდილიანმა გაიცნო 19 წლის სტუდენტი ჟანა ჰებიტერნი, რომელიც მუზა გახდა მხატვრის ცნობილი შედევრებისა. ამადეომ ჟანას პორტრეტი პირველივე შეხვედრისას დახატა და თავის უახლოეს მეგობარს, მოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: “შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე”.

ჟანას მამა პარფიუმერულ ფირმაში მუშაობდა, ძმა – ანდრე კი მხატვარი იყო. ამადეო მოდილიანი მისი ნახატები ცნობილ გალერეებში იყო გამოფენილი.

ქალებისმოყვარულ, ლოთ სასიძოს ჟანას მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ჟანამ ამადეოს გულისთვის ყველაფერი დათმო. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან გადავიდა საცხოვრებლად.

1918 წლის 29 ნოემბერს მათ ქალიშვილი ეყოლათ. მოდილიანის ნახატები სხვადასხვა გამოფენებსაც ამშვენებდა და ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ 1920 წლის იანვარში ის ტუბერკულიოზით არ გარდაიცვალა. მისი სიკვდილის დროს ჟანა მეორე ბავშვზე იყო ორსულად, თუმცა, როგორც ცნობილია, მან ვერ გადაიტანა მოდილიანის სიკვდილი, ფანჯრიდან გადახტა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ამადეო მოდილიანი პერ ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. სიღარიბეში გარდაცვლილი მოდი მხატვრებმა პომპეზურად დაასაფლავეს, ჟანა კი მეორე დღეს პარიზის შემოგარენში მიაბარეს მიწას. ერთი წლის შემდეგ, მოდილიანის ოჯახის თხოვნით, გადაასვენეს და მოდის გვერდით დაკრძალეს. მათი შვილი – ჟანა ამადეოს ნათესავებთან გაიზარდა.

ამადეო მოდილიანი თავისი განსაკუთრებული სტილით გამოირჩეოდა.. მისი ნახატების ამოცნობა ყოველთვის მარტივია, რადგან დამახასიათებელია არაპროპორციულობა ადამიანის სხეულისთვის და დახვეწილი, თბილი ფერების პალიტრა. როგორც ყოველთვის, ის სიკვდილის შემდეგ უფრო დააფასეს.. დღეს კი აღიარებული და პოპულარული მხატვარია…


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი