24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიქრისტიანობაწმ. ალექსანდრე ნეველის ხსენება

წმ. ალექსანდრე ნეველის ხსენება

წმ. ალექსანდრე ნეველის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდანის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღევლინა. წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ტაძარში შეკრებილებს ქართულ და რუსულ ენებზე მიმართა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ ტაძრის დაარსების 150 წლისთავს. მისივე თქმით, აქ მოღვაწეობდნენ დიდი მამები და პატრიარქმა ისურვა მათი მადლით, მათი ლოცვებით ღმერთმა დაიფაროს ყოველი ადამიანი. უწმიდესმა გაიხსენა, რომ 1957 წელს, აქ მოხდა პირველად მისი ბერად კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ მესამის დროს.

“ეს იყო მძიმე დრო. გრძელდებოდა სასულიერო პირთა დევნა. შევთხოვ უფალს, რათა ღმერთმა აქ მოღვაწე წმინდა მამების ლოცვებით დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება და საქართველო და რუსეთი”, – ბრძანა ილია მეორემ.

ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები და მორწმუნეებს მათი მოლოცვის შესაძლებლობა დღის ბოლომდე აქვთ. ტაძარში მსახურება 2 ენაზე (ქართულად და რუსულად) პარალელურად ხდებოდა.

წმინდა ალექსანდრე ნეველი ნოვგოროდის მთავარი იყო. იგი 43 წლის ასაკში აღესრულა. სიკვდილის წინ მძიმედ სნეული იყო, როდესაც ბერად აღიკვეცა და მალევე გარდაიცვალა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები