24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიკულტურაალექსანდრე მამუკაშვილი - თვითნასწავლი ქართველი კალიგრამისტი

ალექსანდრე მამუკაშვილი – თვითნასწავლი ქართველი კალიგრამისტი

ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“ გაგაცნობთ ქართველ კალიგრამისტს – ალექსანდრე მამუკაშვილს (აქუარიუსს). (კალიგრამი არის ლექსი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას. ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში ტექსტის სიუჟეტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ მისი საპირისპიროცაა). თვითნასწავლი კალიგრამისტი ალექსანდრე მამუკაშვილი 1994 წლის 17 თებერვალს დაიბადა. მისი ხელნაწერები ევროპის რამდენიმე ქვეყნის კერძო კოლექციაში ინახება, მათ შორისაა რომის პაპი ფრანცისკე.

სვეტიცხოველი

როდის იწყება თქვენი კალიგრამიით დაინტერესება?

– 4 წელია, რაც გაცნობიერებულად ვქმნი კალიგრამებს, თუმცა სულ ახლახან აღმოვაჩინე 6 წლის წინანდელი ნამუშევრები, სადაც ამ მიმართულების საწყისები აშკარაა, მაგრამ მაშინ კალიგრამის ხელოვნებაზე არაფერი ვიცოდი და არც აქტიურად განმივითარებია.

ალექსანდრე მხოლოდ მხედრული დამწერლობით შესრულებული ნამუშევრები გაქვთ თუ ასომთავრულით ან ნუსხურით? ან რომელიმე სხვა ენაზე?

– უმეტესად მხედრულით ვხატავ, მაქვს რამდენიმე ინგლისურენოვანი ნამუშევარიც. აუცილებლად ვაპირებ ექსპერიმენტებს, მეც დიდი ინტერესით ველი საკუთარ თავს.

სულ რამდენი ნამუშევარი გაქვთ და რა პრინციპით ირჩევთ ნამუშევრების თემატიკას?

– 80-მდე ნამუშევარი მაქვს შექმნილი, ნაწილი სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებშია. ყოველთვის იმ თემატიკაზე ვმუშაობ, რაც ყველაზე ახლოსაა ჩემთან და რაშიც არ შემიძლია გულწრფელი არ ვიყო. სწორედ ამიტომ დაკვეთით მუშაობა ერთგვარი დისკომფორტია, თუმცა ღმერთმა მიმრავლოს, გავუმკლავდები.

რა მასალას იყენებთ?

– ძირითადად ვმუშაობ ტუშითა და აკრილით მუქ ქაღალდზე, ტყავზე. რა თქმა უნდა, სამუშაო მასალაც მალე მრავალფეროვანი გახდება და სხვა საშუალებებსაც გამოვიყენებ.

რომელი ქვეყნების კერძო კოლექციებშია თქვენი ნამუშევრები?

– გაყიდული ნამუშევრებიდან უმეტესობა საფრანგეთშია, ასევე აშშ-ში, იტალიაში და ვატიკანში.

შობა

გვითხარით თქვენი გამოფენების შესახებ და სამომავლო გეგმებზე.

– სხვადასხვა გამოფენებში ვმონაწილეობდი: ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიასა და კაიროში ქართველ და არაბ კალიგრაფებთან ერთად. პერსონალური გამოფენა მქონდა საქართველოში და ქალაქ აბუ-დაბიში, ამავე წელს იგეგმება ქალაქ ქუთასიში.

მოამზადა ლელა ნოზაძემ

ტირიფები
პირამიდები

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები