13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიეკლესია-მონასტრებიალავერდის ტაძრის აღდგენის სამუშაოები გრძელდება

ალავერდის ტაძრის აღდგენის სამუშაოები გრძელდება

სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები გუმბათის რესტავრაციას დაიწყებენ.

შეგახსენებთ, 25 ივნისს ძლიერმა ქარიშხალმა ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი დააზიანა, დაზიანებულია ასევე კრამიტის სახურავი, სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები