მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (13.05.2012)

საკვირაო ქადაგება (13.05.2012)

წმიდა იაკობ მოციქულის ხსენება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

ilia meore სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ წმიდა იაკობის ხსენების დღეს. იგი იყო ძმა იოანე ღვთისმეტყველისა. იოანე ღვთისმეტყველი არის სიყვარულის მქადაგებელი. ადამიანმა მთელი თავისი სიცოცხლე რომ იფიქროს და წეროს იმის შესახებ, თუ რა არის სიყვრული, მაინც ვერ შეძლებს მის ახსნას. ადამიანი აგრეთვე ვერ შეძლებს ახსნას ვინ არის ღმერთი და რას წარმოადგენს იგი.

წმიდა სპირიდონმა სასწაულით ახსნა, თუ რას წარმოადგენს ერთი ღმერთი და წმიდა სამება. მან აიღო აგური, მოუჭირა ხელი, ცეცხლი მაღლა ავიდა, აგური კი ხელში დარჩა და წყალი დაბლა ჩავიდა. ასე უბრალოდ ახსნა მან ღმერთი. ასეთივე უბრალო ახსნაა ღმერთისა -მზე, შუქი და სითბო. სინამდვილეში ეს არის მთლიანი მზე.

წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული. საოცარია ეს სახელწოდება. ვფიქრობ, რომ ღვთისათვის არავის არ უწოდებია ისეთი ზუსტი სახელი, როგორც იოანე ღვთისმეტყველს. აი, ეს სიყვარული ამოძრავებს ადამიანს. ეს სიყვარული ქმნის ჩვენში ფერისცვალებას, ეს გარდაქმნის ადამიანს, პატიობს შეცოდებებს.

სიყვარული აღემატება ყველაფერს. უსიყვარულოდ არაფერი არ არის, არც ადამიანი და არც მცენარე. ერთმა ქალბატონმა თქვა ლექსი, რომლის სიტყვებიც ძალიან ჩამწვდა გულში. ამ ლექსში ლაპარაკი იყო სამშობლოს სიყვარულზე: “მე გულში მტკივა საქართველო” – ასეთი სიტყვები მე ჯერ არ გამოგონია. სამშობლოს სიყვარული იმდენად ძლიერი იყო ამ ქალბატონში, რომ გულში სტკივა სამშობლო.

ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სიყვარულით. ჩვენ ვმადლობთ უფალს დიდი წყალობისათვის. გუშინ გამაოცა ერთმა ბავშვმა, რომელიც ვერ დავინახე და ვერ დავლოცე. მან ტირილი დაიწყო- “მე დავრჩიო”. მოვბრუნდი და დავლოცე. გასაოცარია რომ ასეთ პატარა ბავშვს ასეთი დიდი სიყვარული აქვს ღვთისა და სასულიერო პირებისა. ეს არის უდიდესი ჯილდო უფლისა. შევთხოვ ღმერთს, რომ უფალმა გააძლიეროს სიყვარული ჩვენში. თუ ჩვენ გვექნება სიყვარული, მტერი ვერ დასძლევს საქართველოს. დალოცვილი და გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!

მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები