24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიფოტორეპორტაჟიაკაკი წერეთლის ძიძისეული კარმიდამო, სოფელი სავანე

აკაკი წერეთლის ძიძისეული კარმიდამო, სოფელი სავანე

სავანე სოფელია საჩხერის მუნიციპალიტეტში, არგვეთის თემში. სოფელში მდებარეობს აკაკი წერეთლის (1840-1915 წწ.) ძიძისეული კარმიდამო, XIX საუკუნის II ნახევრისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები.

“საწერეთლოში, ზემო იმერეთში, ბევრი კარგი სოფელია და მათ შორის ურევია სავანეც, …აქ ავიდგი მე ფეხი, აქ ამოვიდგი ენა და აქედანვე იწყება ჩემი მახსოვრობაც”, – წერდა აკაკი წერეთელი.

აკაკი წერეთლის ძიძისეული კარმიდამო, სოფელი სავანე

ძიძისეული კარმიდამოდან დასავლეთით, 300 მეტრში აგებულია სავანის წმინდა გიორგის ეკლესია (XI-XII ს.), რომელიც თავისუფალ ჯვრის ტიპს მიეკუთვნება, კედლის მხატვრობა მიეკუთვნება XVII საუკუნეს. ამ ეკლესიას გარშემო ერტყა გალავანი, რომელიც მტერთა შემოსევისას იცავდა.

ფოტო: თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები