მთავარი » ქრისტიანობა

აიაზმა – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.03.2017 | 4,753 ნახვა

აიაზმა ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” პერიოდულად გაგაცნობთ საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებებს. ეს ლექსიკონი ყველა მართლმადიდებლისათვის საჭირო და გამოსადეგი იქნება. ამჯერად, გაგაცნობთ სიტყვა – აიაზმის განმარტებას.

აიაზმა არის ბერძნული (αγιασμοσ) სიტყვაა და წმინდა, განწმენდილ წყალს ნიშნავს. ძველ წერილობით ძეგლებში აღნიშნული სიტყვა თითქმის არ გვხვდება. მის ნაცვლად გამოიყენება ქართული შესატყვისი „წმიდა წყალი“. აიაზმა ქართულში დასტურდება მხოლოდ მე-18 საუკუნიდან.

აიაზმა ნაკურთხი წყალი, არის დიდი და მცირე.

დიდი აიაზმა:

1. წყალკურთხევისა და ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხი წყალი, რომელსაც მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში იყენებენ.

2. ნათლობის საიდუმლოს შესრულების დროს ნაკურთხი წყალი.

მცირე აიაზმა – პარაკლისების და სხვა მსახურებათა ასრულების დროს ნაკურთხი წყალი.

“აიაზმა არის უდიდესი სასწაული ღვთისა. ნაკურთხი წყალი ყოველდღიურად უნდა მიიღოთ უზმოზე. ეცადეთ, ხშირად აკურთხოთ თქვენი საცხოვრისი, რომ მშვიდობამ და სიყვარულმა დაისადგუროს თქვენს ოჯახში”!

უწმიდესი და უნეტარესი ილია II

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი