აია-სოფიას ტაძარი

აია-სოფიას ტაძარი

აია-სოფია, ასევე ჰაგია-სოფია, სახელი – წმიდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმიდა სიბრძნე და ეძღვნება წმიდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმიდა სიბრძნეს.

ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან – Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული – Ayasofya.

“აია-სოფია” სამჯერ აშენდა. პირველი იყო “მეგალა ეკლესია”, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინეს დროს აიგო 360 წელს. ეს ეკლესია გახლდათ ხისგან ნაგები შენობა ბაზილიკის სტილში, ხის სახურავით გადახურული. ტაძრის ნაწილი ხანძარმა იმსხვერპლა სახალხო აჯანყების დროს 404 წელს.

მეორედ აშენდა 415 წელს თეოდოს მეორის იმპერატორობის ხანაში. ეს იყო ახალი ეკლესია ბაზილიკის სტილში აგებული, ხის სახურავითა და მონუმენტალური შემოსასვლელით. 532 წელს სახალხო აჯანყების დროს, ტაძარი კვლავ დაიწვა.

აია-სოფიას დღევანდელი სახით აშენდა იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში, საუკეთესო არქიტექტორების, ისიდორ მილეთელისა და ანფიმ ტრალელის მიერ. ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა 532 წლის 27 დეკემბერს.
ახალი აია-სოფიის არქიტექტურაში ტრადიციულ ბაზილიკასთან შერწყმულია ცენტრალური გუმბათი. ამ გეგმით წარმოდგენილია ტაძრის სამი ფრთედი, ერთი აფსიდა და ორი თაღოვანი შესასვლელი.

აია-სოფია – ბიზანტიურ-მართლმადიდებლური ეკლესია მოგვიანებით ოსმანთა მიერ მეჩეთად გადაკეთდა. მას უნივერსალურად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული ორთოდოქსული ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა ის იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.
ამჟამად კი მუზეუმია, რომელიც მდებარეობს თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ სტამბულში.

ფოტო ხატია ბლუაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები