მთავარი » კულტურა

აფხაზეთის საგანძურის დაკარგული ნაწილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.04.2011 | 3,666 ნახვა

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ბედიის მონასტერი, აფხაზეთში მდებარეობს.ბედიის ბარძიმი ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და “შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ”.

მეფეს მოუხატვინებია ტაძარი, შეუწირავს ხატები, ჯვრები. X საუკუნეში შესრულებული ოქროს ბარძიმი კი ბაგრატ III-სა და დედამისს, დედოფალ გურანდუხტს მათ მიერვე აშენებული ბედიის ტაძრისთვის შეუწირავთ. ქართული ოქრომჭედლობისა და საერთოდ, ქართული ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნიმუშმა – ბედიის ოქროს ბარძიმმა ჩვენამდე არასრული სახით, მხოლოდ ზედა ნაწილმა მოაღწია.

პირველად ბედიის ბარძიმი 1865 წელს დიმიტრი ბაქრაძემ ნახა ილორის ტაძარში. მანვე გამოაქვეყნა მისი ფეხის გვიანდელი წარწერა. სამწუხაროდ, დიმიტრი ბაქრაძეს არა აქვს მოტანილი ფეხის აღწერილობა. არ არსებობს ფოტო ან რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია არც მასთან და არც მომდევნო პერიოდის მკვლევარებთან. ბარძიმის ფეხი ადრევე გამოცხადდა დაკარგულად.

საყურადღებოა, რომ დღემდე არ არსებობდა რაიმე ცნობა ტაძრის სამკაულის, ოქროს ბარძიმის სრული აღწერილობის შესახებ.

თუმცა როგორც ირკვევა, რომ ბარძიმის ფეხი კიდევ კარგა ხანს ინახებოდა აფხაზეთში. გარდა ამისა, ევროპაში “პირველ მოგზაურ ქალად” ცნობილმა კარლა სერენამ, მისდა უნებურად, აფხაზეთში მოგზაურობის შედეგად ბედიის ბარძიმის დაკარგული ფეხის შესახებ, ფოტოს სახით ძალზე საინტერესო ინფორმაცია დაგვიტოვა.

ბედიის ბარძიმის ფეხი როგორც ხელნაწერთა ერონული ცენტრის დირექტორმა, ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ კორნელი კეკელიძის სემინარზე, წარმოთქმულ მოხსენაბაში “ბედიის ბარძიმის დაკარგული ფეხი”-აღნიშნა, ცნობილი მოგზაურის კარლა სერენას ფოტოებში აღმოჩენილია სურათი, რომელზეც აღბეჭდილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრის უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსი ხელაიას მამა, მღვდელი ზოსიმე ხელაია ბედიის ბარძიმთან ერთად. ეს გარემოება საშუალებას იძლევა მოხდეს ბედიის ბარძიმის თავდაპირველი სახის (ან შემდგომში განახლებული ვარიანტის) რეკონსტრუქცია.

ბედიის ბარძიმი, რომელიც 999 წლით თარიღდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების მანძილზე შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი