მთავარი » პოპულარული

“აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს დიდი პრობლემაა…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.07.2011 | 4,232 ნახვა

პატრიარქმა აფხაზეთისა და ცხინვალის სასულიერო პირებს შეხვედრისკენ მოუწოდა

ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს დაკარგული ტერიტორიების შესახებ უკრაინის პირველ ნაციონალურ არხთან ისაუბრა.

უწმიდესის თქმით, აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს დიდი პრობლემაა. მათი საქართველოს კანონიკური ეკლესიდან გამოყოფის სურვილი კი თავად აფხაზებისთვისაა საშიში. პატრიარქი იმედოვნებს, რომ ისინი თავიანთ შეცდომას მიხვდებიან და საქართველოს კანონიკურ ეკლესიას დაუბრუნდებიან.

“ვიცოდი ამ ავტონომიური რესპუბლიკის ყველა კუთხე-კუნჭული. ყოველთვის ვგრძნობდი იმ დიდ სიყვარულს, რომელიც იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის. ჩვენ არ გვქონდა არანაირი უთანხმოება, მაგრამ ალბათ, ვიღაცას ეს არ მოსწონდა და დატრიალდა სეპარატიზმის ტრაგედია. სეპარატიზმი საშიში დაავადებაა. არ შეიძლება, საკუთარ ქვეყანაში ებრძოდე სეპარატიზმს, სხვა ქვეყანაში კი მხარს უჭერდე მას. ეს არასწორია. მაგრამ იმედით ვცხოვრობთ. დევნილები, რომლებიც საქართველოს სხვდასხვა კუთხეებში არიან, თავიანთ კერას უნდა დაბრუნდნენ. მე უკრაინაში სიყვარულითა და იმედით ჩამოვედი…

ის, ვინც კანონიკურ საზღვრებს არღვევს, ვინც ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს ეკლესიაში, წმინდა მამები ამბობენ, რომ მოწამეობრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება. მოვუწოდებ აფხაზეთის და ცხინვალის სასულიერო პირებს, შევხვდეთ და ვისაუბროთ,”- დასძინა უწმიდესმა. მან ისიც აღნიშნა რომ 11 წლის განმავლობაში სოხუმისა და აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ახერხებს უწმიდესი მთავრობასთან საუბარსა და ამავდროულად, გაჭირვებული ადამიანების ნუგეშს, თქვა რომ მთავრობა მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიურად, პოლიტიკურად. ამასთან, ცდილობს გააკეთოს, რაც შესაძლებელია.

“ძნელია, როცა მოდის შენთან ადამიანი და გეუბნება, ბავშვებს სკოლაში ვერ ვატარებ, ან მშიერი დამრჩნენ. ადამიანებზე ფიქრი აუცილებელია. ადამიანი, ეს მარადიული ღირებულებაა დედამიწაზე. ჩვენი დიდი მწერალი და წმიდანი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა – მამული, ენა, სარწმუნოება. მე ცოტა გავაფართოვე ეს და ვამბობ – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. თუ ადამიანი დაკარგავს ღვთის რწმენას, თავის სამშობლოს და კეთილ ურთიერთობებს, ეს ცუდად დასრულდება.

ვფიქრობ, ვაკეთებ იმას, რაც უნდა ვაკეთო. არავითარ შემთხვევაში არ მინდა პოლიტიკური დებატებში შევიდე ვინმესთან. ყველას მშვიდობასა და ღვთის მფარველობას ვუსურვებ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, მნიშვნელობა არ აქვს, ის რომელი რწმენის და ეროვნებისაა.

ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვისაც სჭირდება და რადენადაც ეს შესაძლებელია, რადგან ჩვენც ასევე შეზღუდულები ვართ ეკონომიკური კუთხით”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესმა ჟურნალისტთან საუბრისას ომის შემდგომი გორისა და ცხინვალის ეპარქია, იქ არსებული მძიმე მდგომარეობაც გაიხსენა. ინტერვიუს დასასრულს კი უკრაინელ ჟურნალისტს საგალობლების დისკი გადასცა. ისაუბრა საგალობლის, “დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო”-ს შექმნის ისტორიაზე. მისი თქმით, ადამიანი ამ სიტყვებს მაშინ ამბობს, როცა ხვდება, რომ უფლის დახმარების გარეშე გზის გაგრძელება და უფალთან მისვლა აღარ შეუძლია.

პატრიარქმა იმედი გამოთქვა რომ ისინი მოწონებას დაიმსახურებს. კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქს კი მიწვევისათვის მადლობა გადაუხადა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მანანა ორბელიანი says:

    ამომწურავი, ზუსტი და გულწრფელი შეფასებაა. ყველას წვდება და თანაც ისე, რომ არც შეიძლება გეწყინოს. გაძლიერება ჩვენს პატრიარქს. ვამაყობთ პატრიარქით. პატივიცემით და ქრისტიანული სიყვარულით: მანანა ორბელიანი

  • ელენე says:

    ჩემი პატრიარქი. ღმერთო გევედრები გააძლიერე ჩვენი ეკლესია და მრევლი შენს რწმენაში, მე გამაძლიერე რომ მეც შემეძლოს თქმა რო ჩემი აზრით რაც შემიძლია იმას ვაკეთებ. საქართველო არ მიატოვო უფალო ამხელა გასაჭირის წინაშე, ჩვენი ცოდვები მოგვიტევე უფალო და ზურგი არ გვაქციო ჩვენი უგუნურების გამო

  • nona says:

    chveni patriarqi brzeni adamiania. misi yvela gamonatqvami gvtis sityvaa,amitom qartvelma xalxma didi chkua goneba unda gamovichinot da davujerot mas.chven sxva gza ar gvaqvs

  • elisabedi says:

    ღმერთო,ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მიეცი ქარველი ერის დიდ მამას.მისი წინამძღვრობით გაერთიენდება და გაზლიერდება საქართველო!

  • mika says:

    თქვენ იმას გიზავენ რაც სხვებს გაუკეთედ – გორის კათოლიკური ეკლესია რომ გადააკეთედ, გეგონად ღმერთი უპასუხოდ დატოვებს უსამართლობას? ან სომხურ სასაფლაოს და მონასტრის დანგრევას თბილისში? ამიტომაც გინგრევენ ეკლესიებს ცხინვალში, რუსეთში და თურქეთში. ღმერთის უნდა გეშინოდეთ

  • ნანა says:

    ძვირფასო მიკა, ჯერ ისტორია კარგად შეისწავლე და მერე გააკეთე ასეთი ალოგიკური კომენტარები. სხვათაშორს ყველა ტაძარი რომლებზეც სომხები გვედავებიან ისტორიულად ძველი ქართული ტაძრებია , რომლბიც სომხებმა დაისაკუთრეს, შემდეგ ცდლობდნენ ქართულ წარწერიანი ქვები ამოეღოთ ან გადაეფხიკათ. ეს ხომ აპრობირებული მეთოდია, წაიკითხეთ ლ.ზაგურსკის ნაშრომები ამ საკითხთან დაკავშირებით და იმასაც ამოიკითხავთ, საქართველოში შემოვარდნილი სომხები როგორ ეუფლებოდნენ ქართულ ტაძრებს და ქართულ სასაფლაოებს , როგორ თხრიდნენ მიწიდან ჩემი წინაპრების ძვლებს და ღელეში ყრიდნენ.

    ეს არცერთ დამპყრობელს არ გაუკეთებია. და დღეს კიდევ აქეთ გვედავებით, უმადურები ხართ!!!! და სისხლის მწოველები… ყოველთვის გშურდათ ქართველების და ასეა დღემდე, სულ ჩვენ გვეჯბრებით ყველაფერში!!! თანაც სომხეთში უამრავი ძირძველი ქართული ტაძარია სადაც ქართული წარწერებით არის კედლები მოწედილი, მაგრამ იქ ქართველეს ფეხსაც არ შეგვადგმევნებენ.. დაახლოებით 1 500 ქართული ტაძარია სომხეთში, და ამაზე ხმას არ ვიღებთ, მადლობას კი ასეთი სისიხლისმსმელი უმადურობით გვიხდით

  • mika says:

    ნანიკო, თქვენ ხართ სიძულვილის მთესველნი, ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავდება თქვენგან. სიძულვილის მთესველს კი ღმერთთან საერთო არაფერი აქვს.

  • ნანა says:

    სიძულვილი მხოლოდ უსამართლობის მიმართ გამაჩნია,მე უსამართლო არ ვარ, აქედან გამომდნარე ნამდვილად ვერ მეყვარება უსამართლობის მქადაგებელი. რას იზამთ სიმართლემ გული გატკინათ, და ძალიანაც მოგხვდათ გულზე.. უბრალოდ უმადური არ უნდა იყო და სიმართლე უნდა გიყვარდეს. თორემ თუ ფიქრობთ რომ ზოგადად სომხები მძულს? -გიპასუხებთ: უამრავი სომეხი მეგობარი მყავს,ასევე მუსულმანი მეგობრებიც, რომლის გამოც სიკვდილიც კი შემიძლია..ჩემი მეგობრები მათი სიკეთის და პატიოსნების გამო მიყვარს, ეროვნება და სარწმუნოება არაფერ შუაშია.

  • მელქონ says:

    კარგით რა რამდენი შეიძლება…ყველას ვგულისხმობ…ამდენი სიძულვილი და ბოღმა როგორ შეიძლება…გაიხსენეთ ის კაი დრო როდესაც სიყვარულით ვცხოვრობდით…რამოდენიმე ნაციონალისტმა როგორ უნდა შეცვალოს ტაობა შიგნიდან არ მესმის…
    სომხებს მოვუწოდებ მადლობლები იყონ იმისათვის რომ ეპოქებისა და თაობების განმავლობაში ქართულ მიწაზე ვცხოვრობთ,ქართულ პურს ვჭამთ და ქართულ წყალს ვსვამთ…და სრულუპლებიანი მოქალაქეები ვართ .
    აგრეთვე ქართველებს მინდა მოვუწოდო,პროვოკაციული საკიტხების წამოწევის თავის შეკავებისათვის…და როდესაც ლაპარაკი მიდის ერზე და მამულზე,ნუ გავიწყდებათ ძმებო და დებო,რომ ეთნიკური სომხები ისეთივე ქართველები არიან და ისევე უყვართ თავიანთი ქვეყანა,როგორც ეთნიკურ ქართველს…მთელი ისტორიის განმავლობაში სომხები არ ერიდებოდნენ ბრძოლებს და იდგნენ თავიანთი ქვეყნის სადარაჯოზე.ხოლო რაც შეეხება გამონაკლისებს,არაერთ ეთნიკურ ქართველს უღალატია თავისი ქვეყნისათვის.”ცუდები”ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ნებისმიერ ერსა და ქვეყანაში მიუხედავად რა წარმოშობის არიან ისინი.ღმერთმა დაიპაროს ჩვენი ისედაც “დაღლილ”ქვეყანას ახალი კონფლიკტისაგან,მაგრამ ტუ ინება მაგის საჭიროება ისევე წავალ ომში და სიამოვნებით დავიღუპები ქვეყნისათვის რომელშიც ჩემი წინაპრები საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრობენ…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი