მთავარიკულტურაადრებრინჯაოს ხანის აღმოჩენა ასპინძის რაიონში

ადრებრინჯაოს ხანის აღმოჩენა ასპინძის რაიონში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთში უმნიშვნელოვანეს ტერასულ ნამოსახლარს მიაკვლია.

არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ძეგლზე აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის, ჭობარეთი ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული, ქვის ნაგებობები საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოებით, კერები და ჭურჭლის მრავალი სახეობა.

გასულ წელს ძეგლზე ხორბლის ოთხი სახეობა აღმოჩნდა, წელს კი – ქვის ხელსაფქვავები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროისათვის მეურნეობა უკვე განვითარებული იყო. წელს აღმოჩენილი საქონლის ძვლები კი იმასაც მოწმობს, რომ არა მხოლოდ მიწათმოქმედება, არამედ მესაქონლეობაც განვითარებული გახლდათ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელი (ყალიბი), რაც იმის მანიშნებელია რომ ლითონის გარკვეული ნივთები ადგილობრივად მზადდებოდა. ექსპედიციამ ძეგლზე შეისწავლა ნამოსახლარის თანადროული სამარხი, სადაც მიცვალებული მოხრილ მდგომარეობაში იყო დაკრძალული.
ქართულ-ავსტრალიური ექსპედიციის წევრები ამავე ტერიტორიაზე სწავლობენ გვიან ანტიკურ – ადრე შუა საუკუნეების ციტადელსა და ნაგებობეს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ექსპედიციამ სოფელ ჭობარეთში 2012 წლიდან დაიწყო მუშაობა. ქართველ და უცხოელ მკვლევარებთან ერთად მონაწილეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იღებენ. წელს საველე არქეოლოგიური პრაქტიკა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სტუდენტებმაც გაიარეს.
არქეოლოგიური სამუშაოები სოფელ ჭობარეთში მომავალ წელსაც გარძელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები