12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობა"ადამიანის ცხოვრებაში არ არსებობს კედელი და ჩიხი, მუდამ არის გამოსავალი"

“ადამიანის ცხოვრებაში არ არსებობს კედელი და ჩიხი, მუდამ არის გამოსავალი”

“გვახსოვდეს, რომ ადამიანი უძლურია – იგი ხშირად ეცემა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კაცი დაცემულ მდგომარეობაში არ უნდა დარჩეს, იგი უნდა ადგეს და თავისი ცხოვრების გზა განაგრძოს. ამასთან, გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრებაში არ არსებობს კედელი და ჩიხი. მუდამ არის გამოსავალი, მით უმეტეს, თუკი ადამიანი ღმერთსაა მინდობილი.

ადამიანებს ხშირად არ ესმით, როგორაა ღმერთი ერთი და, ამავე დროს, სამება. წმინდა მამები ასეთ შედარებას გვთავაზობენ: წარმოვიდგინოთ, რომ მზის დისკო – მამა ღმერთია, ნათელი ძე ღვთისა და სითბო სულიწმინდა; ეს ყველაფერი ერთად კი მზეა. აი, ასე შეიძლება უკეთ შეძლოს ადამიანმა ერთი ღმერთისა და ყოვლადწმინდა სამების გაგება.

ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროში, როცა ადამიანი თავის ფასს ჰკარგავს, ის აღარ არის დაფასებული. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს სამი სიწმინდე მამული, ენა, სარწმუნოება და მისგან გამომავალი სამი უდიდესი და შეუდარებელი საუნჯე ღმერთი, სამშობლო და ადამიანი!

ყოველი ადამანი ერთხელ მოდის ამქვეყნად და მან თავისი დანიშნულება უნდა აღასრულოს. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ცოდვებს ხედავენ და სიხარულსა და მადლს ვერ განიცდიან. ასეთებისთვის სხვა ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს. სინამდვილეში ეს არის უდიდესი ფასეულობა, ფიზიკურიც და სულიერიც. ადამიანმა არ უნდა აღმართოს ხელი სხვა ადამიანზე და არავინ უნდა განიკითხოს. გვახსოვდეს, რომელი საზომითაც განვიკითავთ სხვებს, იმ საზომით განგვიკითხავს უფალი” – უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ამონარიდი ქადაგებიდან – ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 23 მაისი, 2010 წ.).

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები