“ამბიონის” ოფიციალურ გვერდს Facebook-ზე 80 000 like/მოწონება აქვს.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ხართ ჩვენი გვერდის აქტიური მკითხველი და ყოველდღიურად თვალს ადევნებთ “ამბიონის” მიერ მოწოდებულ სიახლეებს.

შეგახსენებთ, “ამბიონი” დაარსდა 2009 წელს. ის პირველი საზოგადოებრივ – რელიგიური ინტერნეტჟურნალია ქართულ ინტერნეტსივრცეში. ის ერთდროულად პასუხობს არა მარტო მართლმადიდებელი მრევლის, არამედ თითქმის ყველა სოციალური ფენის კულტურულ-საზოგადოებრივ და შემეცნებით ინტერესებს.
ფუნქციონირებს თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის საეკლესიო კომპლექსთან, დეკანოზ დავით დათუაშვილის ლოცვა-კურთხევითა და ხელმძღვანელობით.
ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნით “ამბიონს”.
